წინა გაკვეთილში, ჩვენ ავირჩიეთ / მივიღეთ / ამოვიღეთ, DOM ხიდან / სტრუქტურიდან სურათი logo.jpg ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის თავიდან (header -დან), და ეს გავაკეთეთ შემდეგნაირად: $(‘img[src*=logo]’).hide();
თქვენი დავალებაა: აირჩიოთ / მიიღოთ / ამოიღოთ იგივე (logo) ელემენტი, ორი სხვადასხვა ხერხის / გზის გამოყენებით გავლილი / ნასწავლი, მასალებიდან / გაკვეთილებიდან გამომდინარე
პასუხი:
ჩავრთოთ ვებ-სერვერი
კოდის რედაქტორ პროგრამაში გავხსნათ, სატესტო ვებ-გვერდის 1800flowers.com, index.html ფაილი:


ასევე კოდის რედაქტორ პროგრამაში გავხსნათ, სატესტო ვებ-გვერდის 1800flowers.com, js ფოლდერში არსებული ფაილი myjqueryscripts.js:



დავალებიდან გამომდინარე:
თქვენ შეგიძლიათ მოიფიქროთ საკუთარი სხვადასხვა ხერხი, იმისათვის რომ როგორც დავალება გვეუბნება აირჩიოთ / მიიღოთ / ამოიღოთ ვებ-გვერდის DOM ხიდან / სტრუქტურიდან, სურათი logo.jpg, ამავდროულად დამატებით დავწეროთ სკრიპტი / კოდი, რომლის გამოყენებითაც ავირჩევთ / მივიებთ / ამოვიღებთ ჩვენთვის სასურველ ელემენტს / ობიექტს ვებ-გვერდის სტრუქტურიდან:
პირველი ხერხი:
<img src=”images/logo.jpg” width=”900″ height=”108″ alt=”header” title=”ვებ-გვერდის ქუდი” />
alt ატრიბუტის სახელწოდების / დასახელების / მნიშვნელობის მიხედვით, შეგვიძლია ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ჩვენთვის სასურველი ელემენტი / ობიექტი, ვებ-გვერდის DOM სტრუქტურიდან, ჩვენს შემთხვევაში ეს ობიექტია / ელემენტია: logo.jpg
<img src=”images/logo.jpg” width=”900″ height=”108″ alt=”header” title=”ვებ-გვერდის ქუდი” />

$(document).ready(function() {
var textH1 = $(‘#main_h1’).text(‘შეცვლილი ტექსტი jQuery -ს დახმარებით’);
var myLogo = $(‘img[src*=logo]’);
myLogo.hide(3000);
myLogo.show(3000);
});
შედეგი:
მეორე ხერხი:
როგორც ხედავთ, სურათი რომლის არჩევა / მიღება / ამოღებაც ჩვენს გვსურს დავალების პირობიდან გამომდინარე, მოქცეულია DIV ბლოკში, რომელსაც გააჩნია იდენტიფიკატორი id=”forheader”:

გამომდინარე აქედან ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ყველა შვილი სურათი რომელიც მოქცეულია DIV ბლოკში, რომლის იდენტიფიკატორიც როგორც ზევით ავღნიშნეთ არის id=”forheader”
ამისათვის, ჩვენს myjqueryscripts.js ფაილში, უნდა დავწეროთ შემდეგი სკრიპტი / კოდი:
$(document).ready(function() {
var textH1 = $(‘#main_h1’).text(‘შეცვლილი ტექსტი jQuery -ს დახმარებით’);
var myLogo = $(‘#forheader img‘);
myLogo.hide(3000);
myLogo.show(3000);
});

შედეგი იქნება იგივე, რაც პირველი ხერხის შემთხვევაში ანუ:
DOM ხის ფორმირების / ჩამოყალიბების დასრულება – jQuery
ჩვენ დავასრულეთ ძალიან დიდი და საჭირო თემა, ეს არის ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება ვებ-გვერდებიდან, ამის შედეგად საჭიროა ვისწავლოთ ქმედებების განხორციელება უკვე არჩეულ / მიღებულ / ამოღებულ ელემენტებზე, მაგრამ სანამ მომდევნო თემაზე გადავიდოდეთ, უნდა განვიხილოთ ერთ-ერთი საინტერესო და საჭირო საკითხი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
javascript კურსის შესწავლის დროს, ჩვენ განვიხილეთ რომ, სანამ არ არის ჩამოყალიბებული DOM ხე, ჩვენ ვერ შევძლებს ამ ვებ-გვერდის ელემენტებზე რაიმე ქმედების შესრულებას, სწორედ ამისათვის მივაერთეთ ჩვენი სამუშაო js ფაილი, ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის ბოლოს:

მიუხედავად ამისა, jQuery -ს გააჩნია სპეციალური მექანიზმი იმისა რომ, დაელოდოს ვებ-გვერდის ჩატვირთვას ბოლომდე და შემდეგ ამუშავდეს / ამოქმედდეს ჩვენს მიერ დაწერილი სკრიპტი / კოდი. გამომდინარე აქედან, ჩვენი სამუშაო myjqueryscripts.js ბიბლიოთეკა უნდა ავიტანოთ დოკუმენტის თავში ანუ head კონტეინერში / ბლოკში:


ამის შედეგად, კოდის რედაქტორ პროგრამაში გავხსნათ myjqueryscripts.js ფაილი და მასში დავწეროთ სპეციალური კონსტრუქცია, რომლის საშუალებითაც ხდება დალოდება ვებ-გვერდის ჩატვირთვისა და შემდეგ ხდება მის შიგნით დაწერილი ფუნქციონალის / სკრიპტის / კოდის ამოქმედება / ამუშავება:

რაც ნიშნავს იმას რომ:
$(document).ready(function() {
});
როცა დოკუმენტი საასრულებს ჩატვირთვას ბოლომდე, მაშინ ამოქმედდეს მასში ჩვენს მიერ დაწერილი ფუნქცია თუ ფუნქციონალი.
); აქ ხდება / არის ready ფუნქციის დასასრული
ასევე არსებობს ამავე ჩანაწერის შემოკლებული მეთოდიც, რომელიც იწერება შემდეგნაირად:
~
რომელიც ზუსტად იგივე ფუნქციას ასრულებს, გამოიყენეთ ის მეთოდი რომელიც თქვენთვის მარტივი და მისაღებია, ჩვენ შემდეგ გაკვეთილებში გამოვიყენებთ პირველ მეთოდს, რადგან ის უფრო გასაგებია jQuery -ს კურსის დამწყებთათვის.
არჩეული / მიღებული / ამოღებული ელემენტების ფილტრაცია – jQuery
ჩავრთოთ ლოკალური ვებ-სერვერი
ჩვენ უკვე წინა გაკვეთილებში განვიხილეთ ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღების 10 სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვებ-გვერდიდან ამოვიღოთ ჩვენთვის სასურველი ელემენტები. მაგრამ jQuery ბიბლიოთეკის შემქმნელები ზემოთხსენებულ ფუნციონალზე არ შეჩერდნენ და დაამატეს კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ფუნქციონალი, ელემენტების არჩება / მიღება / ამოღებისათვის ვებ-გვერდიდან. რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია ვებ-გვერდიდან ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება მნიშვნელოვანად მარტივი გავხადოთ. გამომდინარე აქედან ჩვენ კიდევ შევისწავლით jQuery -ს დამატებით 8 (რვა) შესაძლებლობას, რომლებიც ძირითადად ეხება ვებ-გვერდიდან არჩეული / მიღებული / ამოღებული ელემენტების ფილტრაციას. რომლებიც მუშაობენ შემდეგნაირად:
განვიხილოთ მონაცემების ფილტრაციის პირველი ფუნქცია:
კოდის რედაქტორ პროგრამაში გავხსნათ ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის გამშვები ფაილი index.html:

და მასში ვიპოვოთ შემდეგი ჩანაწერი:

გავხსნათ ჩვენი სატესტო ვებ-გვერდი ვებ-ბრაუზერის დახმარებით, ვიპოვოთ და ვიხილოთ ეს ცხრილი ვიზუალურად:

როგორც ვხედავთ ეს არის ცხრილი და შედგება ორი სვეტისა და სამი ხაზისაგან, ესენია:
პირველი სვეტი:
პირველი სვეტის, პირველი ხაზი: პროდუქტის დასახელება
პირველი სვეტის, მეორე ხაზი: სენპოლია
პირველი სვეტის, მესამე ხაზი: ორქიდეა
მეორე სვეტი:
მეორე სვეტის, პირველი ხაზი: პროდუქტის ფასი
მეორე სვეტის, მეორე ხაზი: 50 ლარი
მეორე სვეტის, მესამე ხაზი: 80 ლარი
წარმოვიდგინოთ რომ, ამოცანა გვეუბნება შემდეგს: ცხრილის სათაურის ველის გარდა კიდევ უნდა დავამატოთ 2 ხაზი(ვარდი – 55 ლარი, ია – 15 ლარი), ანუ საერთო ჯამში გვექნება ორი სვეტი და 5 ხაზი.
შენიშვნა: პირველი ხაზი სათაური (-ები) იქნება, სათაურის ხაზი შექმნილია th ტეგის გამოყენებით, ხოლო პახუხები td ტეგის გამოყენებით:

გამომდინარე აქედან, თუ მხოლოდ პახუხებს დავითვლით გვექნება სულ 4 (ოთხი) ცალი.
ამოცანიდან გამომდინარე, შედეგის მისაღებად უნდა მოვახდინოთ მონაცემების დამატება ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის გამშვებ index.html ფაილში არსებულ სკრიპტში / კოდში:

ვიხილოთ შედეგი, ვებ-ბრაუზერში:

როგორც ხედავთ უკვე სათაურის ხაზის გარდა სულ გვაქვს უკვე, 4 პასუხი / ხაზი:
სენპოლია – 50 ლარი
ორქიდეა – 80 ლარი
ვარდი – 55 ლარი (დამატებული)
ია – 15 ლარი (დამატებული)
წარმოიდგინეთ რომ, არის შემთხვევა როცა ჩვენ გვჭირდება, ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ამ ცხრილში არსებული პახუხებიდან მხოლოდ ლუწი პასუხები, ანუ მეორე და მეოთხე პასუხი:
სკრიპტის / კოდის რედაქტორი:

ვებ-ბრაუზერი:

იმ მეთოდების გამოყენებით რომლებიც ჩვენ წინა გაკვეთილებში განვიხილეთ, ჩვენ ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა ლუწი ელემენტების ამოღებას. მაგალითად ჩვენ რომ გვინდოდეს ყველა ლუწი ხაზის უკანა ფონი გაფერადდეს ნაცრის ფერად. იმიტომ რომ, ცხრილის წაკითხვის გამარტივებისათვის ხშირად ასე აკეთებენ. ლუწ ხაზებს აკეთებენ ნაცრის ფერი უკან ფონით, ხოლო კენტ ხაზებს ტოვებენ თეთრი უკანა ფონით. სწორედ ამისათვის გამოიყენება ფილრი.
როგორ მუშაობს ფილრტი?
პირველი ჩვენ უნდა ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ცხრილი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, ჩვენს შემთხვევაში, უნდა ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ შემდეგი ცხრილი:

რომელსაც აქვს / გააჩნია იდენთიფიკატორი:
id=”flower_table”

გავხსნათ კოდის რედაქტორ პროგრამაში, ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის მთავარ დირექტორიაში არსებულ js ფოლდერში:

არსებული javascript ფაილი, სახელით myjqueryscripts.js :

და მასში დავწეროთ შემდეგი სკრიპტის / კოდის პირველი ხაზი:
$(‘#flower_table ‘);
ანუ ჩვენ გვაინტერესებს, ცხრილი რომლის იდენთიფიკატორი არის flower_table, შემდეგ ვწერთ რომ გვაინტერესებს ამ ცხრილში არსებული tr ტეგები, იმიტომ tr ტეგები რომ, ცხრილის პასუხები / ხაზები რომლებიდანაც ჩვენ გვსურს რომ ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ მხოლოდ ლუწი ტეგები, მოთავსებულის სწორედ tr ტეგებს შორის:

ანუ $(‘#flower_table tr‘);
და იმისათვის რომ ცხრილი გავფილტროთ, ლუწი პასუხების / ხაზების მიხედვით, ამისათვის უნდა დავწეროთ ორწერტილი (:) და შემდეგ სიტყვა even.
შენიშვნა: even ინგლისური სიტყვაა და ქართულად ლუწს ნიშნავს.
ანუ: $(‘#flower_table tr:even‘);

შენიშვნა: როცა ჩვენ ვწერთ even ანუ ლუწი, სკრიპტი / კოდი დააბრუნებს მასივს javascript ენის ფუნქციონალიდან გამომდინარე ანუ ჩვენ javascript კურსის შესწავლის დროს, ვისწავლეთ რომ კომპიუტერი მასივში არსებული ობიექტების დათვლას იწყებს 0 დან და არა 1 დან.
ანუ ჩვენს შემთხვევაში სატესტო ვებ-გვერდის index.html გამშვებ ფაილში, არსებული ცხრილში, რომლის იდენთიფიკატორია flower_table, რომელშიც მოთავსებულია ოთხი პასუხი / ხაზი, კომპიუტერი პასუხად დაგვიბრუნებს მასივს სადაც ობიექტების დათვლა მოხდება შემდეგნაირად:
0 – სენპოლია – 50 ლარი
1 – ორქიდეა – 80 ლარი
2 – ვარდი – 55 ლარი
3 – ია – 15 ლარი
და როცა ჩვენ ვწერთ რომ გვსურს ლუწი ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება ცხრილიდან, ზემოთ დაწერილი სკრიპტის ($(‘#flower_table tr:even‘);) / კოდის / პირობის გამოყენებთ ჩვენ მივიღებთ / კომპიუტერი დაგვიბრუნებს პასუხს, სადაც ლუწ ელემენტებად ჩათვლის: სენპოლიასა და ვარდს. ანუ:
0 – ლუწი – სენპოლია – 50 ლარი
1 – კენტი – ორქიდეა – 80 ლარი
2 – ლუწი – ვარდი – 55 ლარი
3 – კენტი – ია – 15 ლარი
ხოლო ვიზუალურად რომ შევხედოთ ვებ-ბრაუზერში მსგავსი გადათვლით:
გამომდინარე აქედან, როცა მსგავსი ამოცანის ამოხსნა გიწევთ და საჭიროა ვებ-ბრაუზერის ვიზუალური მხარიდან გამომდინარე, ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ლუწი ელემენტები, ამ დროს უნდა დავწეროთ რათქმა უნდა პირიქით, ანუ კომპიუტერს უნდა ვუთხრათ რომ მასივიდან გვსურს კენტი ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება, ვებ-ბრაუზერში კი ესენი იქნება ლუწი ელემენტები.
დავწეროთ ეს პირობა კოდის რედაქტორ პროგრამაში, გახსნილ myjqueryscripts.js ფაილში:
$(‘#flower_table tr:odd‘);

შენიშვნა: odd ინგლისური სიტყვაა და ქართულად კენტს ნიშნავს.
რომ შევაჯამოთ პირველი სახის ფილტრი, ამ ფილტრის საშუალებით ჩვენ ავირჩევთ / მივიღებთ / ამოვიღებთ, მხოლოდ ლუწ ან კენტ ელემენტებს.
მეორე ტიპის ფილტრი ეს არის: not
შენიშვნა: not ინგლისური სიტყვაა და ქართულად უარყოფას ნიშნავს.
არსებობს შემთხვევა როცა, ჩვენ გვსურს სასურველი ტიპის ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება ვებ-გვერდიდან, რომლების ერთი და იგივე ტიპისაა, მაგრამ მათგან არ გვინდა რომელიმე კონკრეტული ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება. მაგალითად ვებ-გვერდზე გვაქვს უამრავი ბმული, ამავე დროს ეს ბმულები არის ვებ-გვერდის ნავიგაციის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი და ამ ყველა ბმულიდან გვსურს ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ჩვენთვის სასურველი (და არა ყველა) კონკრეტული ბმულები და შევღებოთ ისინი წითლად. მაგრამ ვებ-გვერდის ნავიგაცია უცვლელი დავტოვოთ. გამომდინარე აქედან ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ პირობა, რომ გვსურს ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ყველა ბმული, მაგრამ გარდა ბმულებისა რომლებიც მოთავსებულია ვებ-გვერდის ნავიგაციის ბლოკში.
ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის მიხედვით, შევასრულოთ not (უარყოფა) ფილტრის მაგალითი:
ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის გამშვები index.html ფაილს თუ დავათვალიერებთ, ვნახავთ რომ მასში გვაქვს ბევრი სურათი, ისინი სულ 6 ცალია:
1: <img src=”images/logo.jpg” width=”900″ height=”108″ alt=”header” title=”ვებ-გვერდის ქუდი” />
2: <img id=”img_1″ src=”images/flower1.jpg” width=”200″ height=”125″ alt=”ყვავილი 1″ />
3: <img id=”img_2″ src=”images/flower2.jpg” width=”200″ height=”125″ alt=”ყვავილი 2″ />
4: <img id=”img_3″ src=”images/flower3.jpg” width=”200″ height=”125″ alt=”ყვავილი 3″ />
5: <img id=”img_4″ src=”images/flower4.jpg” width=”200″ height=”125″ alt=”ყვავილი 4″ />
6: <img src=”images/footer.jpg” width=”900″ height=”67″ alt=”footer” title=”ბრენდები” />

~
წარმოვიდგინოთ რომ, ჩვენ გვსურს ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ყველა სურათი, გარდა სურათებისა

რომლებიც მოთავსებული ბლოკში – div, რომელსაც გააჩნია იდენთიფიკატორი: div_for_img:

აი ეს ყვავილების (ყვავილი 1, ყვავილი 2, ყვავილი 3, ყვავილი 4) სურათები ჩვენ არ გვჭირდება.
ამისათვის საჭიროა კოდის / სკრიპტის რედაქტორ პროგრამაში, გახსნილ myjqueryscripts.js ფაილში, დავწეროთ შემდეგი პირობა:

$(‘img:not (#div_for_img img)’);
ანუ:
ჩვენ გვსურს ამოვიღოთ ყველა img სურათი, რომლებიც არსებობს index.html გვერდზე, გარდა :not იმ div -ისა (ბლოკისა) რომლის იდენთიფიკატორიც არის #div_for_img და მასში მოთავსებულია სურათები img.
განვიხილოთ მესამე სახის ფილტრი, ანუ არსებობს შემთხვევა როცა ჩვენ ვებ-გვერდიდან გვსურს ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ისეთი სახის div ბლოკები, რომლებიც შეიცავენ სურათებს, ან გვსურს ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ისეთი სახის div ბლოკები რომლებიც შეიცავენ ბმულებს ან რაიმე სხვა სახის ობიექტებს. ანუ არსებობს შემთხვევები როცა გვსურს ავირჩიოთ ობიექტი, რომელით შეიცავს ან მასში მოთავსებულია რაიმე სხვა ტიპის ობიექტი.
განვიხილოთ მაგალითი, წარმოვიდგინოთ რომ ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის სკრიპტში / კოდში არსებული div ბლოკებიდან, რომლების უამრავია, გვსურს ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ისეთი div – ბლოკები, რომლებიც შეიცავენ fieldset ელემენტებს:

ამისათვის საჭიროა კოდის / სკრიპტის რედაქტორ პროგრამაში, გახსნილ myjqueryscripts.js ფაილში, დავწეროთ შემდეგი პირობა:
$(‘div:has (fieldset)’);

შენიშვნა: has ინგლისური სიტყვაა და ქართულად აქვს / გააჩნია / არსებობს / შეიცავს ნიშნავს.
ანუ: გვსურს ამოვიღოთ ყველა div – ბლოკი, რომლების შეიცავს (რომლებშიც მოთავსებულია) :has, ელემენტებს fieldset.
განვიხილოთ მეოთხე სახის ფილტრი, არსებობს შემთხვევა როცა გვსურს ვებ-გვერდზე არსებული აბზაცებიდან, ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ისეთი აბზაცი, რომელიც შეიცავს ჩვენთვის სასურველ სიტყვას.
განვიხილოთ ეს შემთხვევა, მაგალითის სახით, წარმოვიდგინოთ რომ ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის გამშვები index.html ფაილიდან, გვსურს ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ის აბზაცები რომლებიც შეიცავენ სიტყვა – “მშვენიერება” -ს.
ამისათვის საჭიროა კოდის / სკრიპტის რედაქტორ პროგრამაში, გახსნილ myjqueryscripts.js ფაილში, დავწეროთ შემდეგი პირობა:
$(‘p:contains (მშვენიერება)’);

შენიშვნა: contains ინგლისური სიტყვაა და ქართულად პირდაპირი მნიშვნელობით შეიცავს ნიშნავს.
ანუ: ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის გამჩვები / მთავარი index.html ფაილში არსებული p – აბზაცებიდან, გვსურს ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ყველა ის აბზაცი რომლებიც შეიცავენ :contains სიტყვა – “მშვენიერება” -ს.
განვიხილოთ მეხუთე ფილტრი, არსებობს შემთხვევა როცა გვსურს ვებ-გვერდზე არსებული ბლოკიდან (-ებიდან), რომელიც შეიცავს ერთზე მეტ ელემენტს და ამ ელემენტებს არ გააჩნიათ არც რაიმე სახის იდენთიფიკატორი და არც რაიმე სახის კლასი, ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ჩვენთვის სასურველი მხოლოდ და მხოლოდ პირველი ელემენტი.
ამისათვის საჭიროა კოდის / სკრიპტის რედაქტორ პროგრამაში, გახსნილ myjqueryscripts.js ფაილში, დავწეროთ შემდეგი პირობა:
$(‘#div_for_img img:first‘);

შენიშვნა: fisrt ინგლისური სიტყვაა და ქართულად პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს პირველს.
ანუ: ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის გამჩვები / მთავარი index.html ფაილში არსებული #div_for_img ბლოკში არსებული სურათებიდან – img, ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ :first – პირველი ელემენტი / ობიექტი.
მეექვსე ფილტრი ეს არის, ბოლო ელემენტის ამოსაღებად განკუთვნილი ფილტრი სახელად last
შენიშვნა: last ინგლისური სიტყვაა და ქართულად პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ბოლო -ს.
არსებობს შემთხვევა როცა გვსურს ვებ-გვერდზე არსებული ბლოკიდან (-ებიდან), რომელიც შეიცავს ერთზე მეტ ელემენტს და ამ ელემენტებს არ გააჩნიათ არც რაიმე სახის იდენთიფიკატორი და არც რაიმე სახის კლასი, ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ჩვენთვის სასურველი მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ელემენტი.
ამისათვის საჭიროა კოდის / სკრიპტის რედაქტორ პროგრამაში, გახსნილ myjqueryscripts.js ფაილში, დავწეროთ შემდეგი პირობა:
$(‘#div_for_img img:last‘);

ანუ: ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის გამჩვები / მთავარი index.html ფაილში არსებული #div_for_img ბლოკში არსებული სურათებიდან – img, ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ :last – ბოლო ელემენტი / ობიექტი.
მეშვიდე სახის / ტიპის ფილტრის დახმარებით / საშუალებით / გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ვებ-გვერდიდან ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ, დამალული ელემენტები. იმიტომ რომ ხშირად ვებ-გვერდის სკრიპტში / კოდში კონკრეტული ელემენტები / ობიექტები დამალულია მიზანმიმართულად, სწორედ ამისათვის არსებობს ფილტრი დამალული ელემენტების ამოსაღებად.
მაგალითის სახით რომ წარმოვიდგინოთ, როცა ჩვენ გვსურს ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ვებ-გვერიდან ყველა ის div – ბლოკი, რომლების არის დამალული (display: none;).
ამისათვის საჭიროა კოდის / სკრიპტის რედაქტორ პროგრამაში, გახსნილ myjqueryscripts.js ფაილში, დავწეროთ შემდეგი პირობა:
$(‘div:hidden‘);

შენიშვნა: hidden ინგლისური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს უჩინარს / დამალულს / უხილავს.
ანუ: ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ მხოლოდ დამალული :hidden ობიექტები ვებ-გვერდზე არსებული ყველა div – ბლოკიდან.
მერვე სახის / ტიპის ფილტრის დახმარებით / საშუალებით / გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ვებ-გვერდიდან ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ, არა დამალული, არამედ პირიქით ხილვადი ელემენტები
მაგალითის სახით რომ წარმოვიდგინოთ, როცა ჩვენ გვსურს ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ვებ-გვერიდან ყველა ის div – ბლოკი, რომლების არის ხილვადი.
ამისათვის საჭიროა კოდის / სკრიპტის რედაქტორ პროგრამაში, გახსნილ myjqueryscripts.js ფაილში, დავწეროთ შემდეგი პირობა:
$(‘div:visibility‘);

შენიშვნა: visibility ინგლისური სიტყვაა და ქართულად პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ხილვადს.
ანუ: ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ მხოლოდ ხილვადი :visibility ობიექტები ვებ-გვერდზე არსებული ყველა div – ბლოკიდან.
რამოდენიმე შრიფტით (font) სხვადასხვა ტექსტი ვებ-გვერდზე
წარმოიდგინეთ რომ გვაქვს შემდეგი ამოცანა:
ვებ-გვერდზე მაგალითისათვის index.html გვაქვს ორი სხვადასხვა ტიპის ტექსტი:
ტექსტი პირველი:
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod
ტექსტი მეორე:
tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam
რომელიც უნდა დავწეროთ ორი სხვადასხვა სახის შრიფტით (font), სწორედ ამისათვის გამოიყენება ე.წ. მიმაგრებული ვებ შრიფტები (font) ანუ embedding web fonts.
მათი პოვნა შეიძლება სხვადასხვა სპეციალურ ვებ-გვერდებზე არსებულ მონაცემთა ბაზებში, მაგალითად ერთერთი ასეთი ვებ-გვერდია: https://www.google.com/fonts , სადაც განთავსებული უამრავი სახეობის და ოჯახის შრიფტი (font), რომელთა გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ვებ-გვერდზე ტექსტების უფრო დახვეწილად თუ თვალსაჩინოდ დასაწერად.
ასევე შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: აქ თუ ვერ ვიპოვე ჩემთვის სასურველი შრიფტი (font) მაშინ როგორ მოვიქცე?
ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ სპეციალური შრიფტის (font) კონვერტაციის ფუნქციით აღჭურვილ ვებ-გვერდზე http://www.fontsquirrel.com/tools/webfont-generator და მოახდინოთ ლოკალური ფოლდერიდან თქვენთვის სასურველი შრიფტის (font) კონვერტაცია.
სამუშაო მაგიდაზე შევქმნათ ფოლდერი სახელით testsite:

გავხსნათ ეს ფოლდერი და ამ ფოლდერის შიგნით შევქმნათ ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის გამშვები ფაილი სახელით index.html

ასევე ფოლდერი სახელით css:

css ფოლდერის შიგნით, კი შევქმნათ ფაილი სახელით, style.css:

გავხსნათ ტექსტის რედაქტორ პროგრამაში, ეს ორივე ფაილი და მასში დავწეროთ შემდეგი:

http://jsfiddle.net/wholehat/0m08Lu6p/
გავხსნათ ბრაუზერის საშუალებით ფაილი, index.html

როგორ ვხედავთ, გვაქვს ორი სხვადასხვა აბზაცი, სხვადასხვა ტექსტით, ეხლა კი შევიდეთ https://www.google.com/fonts ვებ-გვერდზე:

ვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი შრიფტი (font) ჩვენს მიერ სატესტო ვებ-გვერდზე დაწერილი პირველი აბზაცისათვის, მაგალითად შრიფტი (font) სახელით Pacifico :

იმისათვის რომ მოვახდინოთ ამ შრიფტის (font) ინტეგრაცია ჩვენს სატესტო ვებ-გვერდზე, დავაკლიკოთ შემდეგ იკონკას:

გადავალთ შემდეგ გვერდზე:

ამავე გვერდზე ვიპოვოთ ფორმა ნომერი 3:

ფორმა Standart -იდან გადავრთოთ, @import tab -ზე:

მასში არსებული ტექსტი:
@import url(http://fonts.googleapis.com/css?family=Pacifico);
დავაკოპიროთ ჩვენს style.css ფაილში:

ვიპოვოთ ფორმა ნომერი 4:

მასში არსებული შრიფტის (font) -ის სახელი:
font-family: ‘Pacifico’, cursive;
დავწეროთ ჩვენს პირველ აბზაცზე მინიჭებული კლასის აღწერაში style.css ფაილში:

http://jsfiddle.net/wholehat/do0drL3j/
შევინახოთ ცვლილებები და გავხსნათ index.html ფაილი ვებ-ბრაუზერში:

როგორც ხედავთ პირველი აბზაცი დავწერეთ ჩვენთვის სასურველი შრიფტით (font), რომელიც შევარჩიეთ https://www.google.com/fonts ვებ-გვერდზე.
ეხლა კი მეორე აბზაცი დავწეროთ ისეთი ფონტით რომელიც წარმოვიდგინოთ რომ ვერ ვიპოვეთ https://www.google.com/fonts -ზე არსებულ შრიფტების (font) მონაცემთა ბაზაში.
მაგალითისათვის შევიდეთ უფასო შრიფტების (font) http://www.1001freefonts.com/ ზე:

ვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი შრიფტი (font) და გადმოვიწეროთ ის ჩვენს კომპიუტერში და შევინახოთ სამუშაო მაგიდაზე:


ამის შემდეგ შევიდეთ შრიფტის (font) კონვერტაციის ვებ-გვერდზე
http://www.fontsquirrel.com/tools/webfont-generator
მოვახდინოთ მისი კონვერტაცია:
პირველი:
ავირჩიოთ შრიფტი (font) ჩველო ლოკალური ფოლდერიდან:


მეორე:
ავირჩიოთ EXPERT… რეჟიმი

მესამე:
ამავე გვერდზე ვიპოვოთ ფორმა CSS:

მოვნიშნოთ Base64 Encode და CSS Filename ველში ჩავწეროთ ჩვენთვის სასურველი ამ შრიფტის (font) ნებისმიერი სახელი (იმისათვის რომ განვასხვავოთ ეს შრიფტი (font) სხვა ჩაშენებული შრივტებისაგან, ხშირ შემთხვევაში აქ შრიფტის სახელს ვწერთ):

მესამე:
დავეთანხმოთ ვებ-გვერდის სამომხმარებლო შეთანხმებას და გადმოვიწეროთ შრიფტის (font) კონვერტირებული არქივი, შევინახოთ ის სამუშაო მაგიდაზე:



მეოთხე:
გავხსნათ ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის ფოლდერი სახელით testsite:

შემდეგ გავხსნათ მასში არსებულ ფოლდერი css და შევქმნათ ფოლდერი სახელით fonts:

fonts ფოლდერში, შევქმნათ ფოლდერი, რომელსაც დავარქმევთ შრიფტის (font) სახელს:

ფოლდერში სახელით GatsbyFLF -ში, ჩვენს მიერ კონვერტირებული შრიფტის (font) არქივიდან გადმოვიტანოთ შემდეგი ფაილები:

შენიშვნა:
ფაილების სახელებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ისინი შეიძლება ყოველი გადმოწერის დროს იყოს სხვადასხვა, ყურადღება მიაქციეთ გაფართოებებს:
.eot
.svg
.ttf
.woff
.woff2
ამის შედეგად გავხსნათ, ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის, style.css ფაილი და მასში დავწეროთ შემდეგი:

@font-face {
font-family: ‘gatsbyflfregular’;
src: url(‘fonts/GatsbyFLF/fontgatsbyflf.eot’);
src: url(‘fonts/GatsbyFLF/gatsbyflf.eot?#iefix’) format(‘embedded-opentype’),
url(‘fonts/GatsbyFLF/gatsbyflf.woff2’) format(‘woff2’),
url(‘fonts/GatsbyFLF/gatsbyflf.woff’) format(‘woff’),
url(‘fonts/GatsbyFLF/gatsbyflf.ttf’) format(‘truetype’),
url(‘fonts/GatsbyFLF/gatsbyflf.svg#gatsbyflfregular’) format(‘svg’);
font-weight: normal;
font-style: normal;
}
დავაკოპიროთ ხაზი:
font-family: ‘gatsbyflfregular’;
და ჩავწეროთ ის, ჩვენს მეორე აბზაცზე მინიჭებული კლასის აღწერაში style.css ფაილში:

შევინახოთ ყველა ცვლილება და გავხსნათ ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის გამშვები ანუ index.html ფაილი, ვებ-ბრაუზერის დახმარებით:

როგორც ვხედავთ, მეორე აბზაცის ტექსტიც დავწერეთ ლოკალურ ფოლდერში შენახული დაკონვერტირებული შრიფტით (font).
ასევე არსებობს მეორე მეთოდი, კონვერტირებული ლოკალური შრიფტის (font) ინტეგრაციისა ვებ-გვერდზე:
გავხსნათ გადმოწერილი შრიფტის (font) კონვერტირებული არქივი, რომელიც შენახული გვაქვს სამუშაო მაგიდაზე:

და მასში მოთავსებული ფაილი, სახელით:
GatsbyFLF.css
გადავიტანოთ ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის ფოლდერში სახელით css:

მოვახდინოთ GatsbyFLF.css ფაილის იმპორტი, style.css ფაილში:

გავხსნათ GatsbyFLF.css ფაილი, ტექსტის რედაქტორ პროგრამაში:
ამ ველში რა დასახელებაც იქნება დაწერილი, მთლიანი ხაზი დავაკოპიროთ style.css ფაილში არსებულ ჩვენს მეორე აბზაცზე მინიჭებული კლასის აღწერაში:
შევინახოთ ცვლილებები და index.html ფაილი გავხსნათ ვებ-ბრაუზერში:
როგორც ვხედავთ შედეგი იგივეა, გამოიყენეთ ის მეთოდი რომელსაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ და მარტივი იქნება ასევე თქვენთვის.
ამოცანა 2 – დავალება / პასუხი – jQuery
ჩართეთ ვებ-სერვერი
1) თქვენ უნდა აირჩიოთ / მიიღოთ / ამოიღოთ ყველა ბმული, რომლებიც მოთავსებულია ბლოკში id=”my_links” და სადაც href ატრიბუტის მნიშვნელობა იწყება სიტყვით “documents”.
2) თქვენ უნდა აირჩიოთ / მიიღოთ / ამოიღოთ ყველა ის სურათი, რომლებიც მოთავსებულია ბლოკში id=”forfooter” და სადაც title ატრიბუტის მნიშვნელობა შეიცავს სიტყვას “ბრენდები”.
პასუხი:
ჩავრთოთ ვებ-სერვერი
კოდის რედაქტორ პროგრამაში გავხსნათ, სატესტო ვებ-გვერდის 1800flowers.com, index.html ფაილი:

ასევე კოდის რედაქტორ პროგრამაში გავხსნათ, სატესტო ვებ-გვერდის 1800flowers.com, js ფოლდერში არსებული ფაილი myjqueryscripts.js:


დავალების პირველი პუნქტიდან:
1) თქვენ უნდა აირჩიოთ / მიიღოთ / ამოიღოთ ყველა ბმული, რომლებიც მოთავსებულია ბლოკში id=”my_links” და სადაც href ატრიბუტის მნიშვნელობა იწყება სიტყვით “documents”.
გამომდინარე, სასურველი შედეგის მისაღებად, უნდა დავწეროთ შემდეგი პირობა / კოდი:
შენიშვნა: თუ მარტივი ამოცანების შესრულების დროს, ყოველთვის არ დაათვალიერებთ index.html ფაილში არსებულ კოდს და მასში არსებულ კოდს / სტრუქტურას დაიმახსოვრებთ, ამ თვისებით შეამცირებთ დავალების შესრულების დროს.
$(‘#my_links a[href^=documents]’);

დავალების მეორე პუნქტიდან:
2) თქვენ უნდა აირჩიოთ / მიიღოთ / ამოიღოთ ყველა ის სურათი, რომლებიც მოთავსებულია ბლოკში id=”forfooter” და სადაც title ატრიბუტის მნიშვნელობა შეიცავს სიტყვას “ბრენდები”.
გამომდინარე, სასურველი შედეგის მისაღებად, უნდა დავწეროთ შემდეგი პირობა /კოდი:
$(‘#forfooter img[title=ბრენდები]’);

შენიშვნა: ყურადღება მიაქციეთ და დაიმახსოვრეთ ის კონკრეტული შემთხვევა რომ, მსგავსი პირობის შესრულების დროს ატრიბუტის მნიშვნელობა, ჩვენს შემთხვევაში სიტყვა: ბრენდები (თუ სხვა) უნდა დაიწეროს ნებმისმიერი სახის ბრჭყალების, ფრჩხილების და რაიმე დამატებითი სიმბოლოს გარეშე.
$(‘#forfooter img[title=ბრენდები]’);
ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება, არტიბუტების ხელმისაწვდომობისა და მნიშვნელობების მიხედვით – jQuery
ჩავრთოთ ლოკალური ვებ-სერვერი
ჩვენ უკვე განვიხილეთ / ვისწავლეთ ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება, შემდეგი წესების მიხედვით:
$(‘#div_for_img > img’); – შვილობილი / შვილი ტეგის ( -ების) არჩევა / მიღება / ამოღება;
$(‘#main_h1 + p’); – შემდეგი ტეგის არჩევა / მიღება / ამოღება;
$(‘#div_for_img img’); – ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება, ჩაშენებული / მოთავსებული სელექტორის ( -ების) მიხედვით;
$(‘.maindiv’); – კლასის სახელის მიხედვით;
$(‘#main_h1′); – იდენტიფიკატორის მიხედვით;
$(‘p’); – ტეგის სახელის მიხედვით;
ჩვენს მიერ შესწავლილი ეს ექვსი წესი კომენტარის სახით, გადავიტანოთ სატესტო ვებ-გვერდის ფაილებში, ჩვენს მიერ შექმნილ javascript ფაილში: myjqueryscripts.js



იმისათვის რომ ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ სასურველი ელემენტები, საკუთარი ატრიბუტების მიხედვით, ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის მთავარი ფაილიდან index.html, ამისათვის ჯერ გადავხედოთ index.html ფაილში არსებულ კოდს:

ჩვენ ვხედავთ რომ, ტეგებს გააჩნია ბევრი სხვადასხვა ტიპის ატრიბუტები, მაგალითად ქვემოთ მოცემულ ელემენტ ფორმას გააჩნია უამრავი ატრიბუტი:

ასევე ელემენტ ბმულს გააჩნია ბევრი ატრიბუტი:

სურათებსაც ბევრი ატრიბუტები გააჩნიათ:

jQuery ბიბლიოთეკის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება ატრიბუტების მიხედვით, 4 სხვადასხვა წესის / ხერხის გამოყენებით. ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება მათი ატრიბურების გამოყენებით, გვაძლევს საშუალებას ესა თუ ის ელემენტი ამოვიღოთ სწორად და მიზანმიმართულად.
პირველი რასაც ჩვენ განვიხილავთ ეს არის, ელემენტის არჩევა / მიღება / ამოღება, მისი ატრიბუტის ზუსტი მნიშვნელობის მიხედვით, მაგალითად ჩვენ გვსურს ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის მთავარი ფაილიდან index.html ამოვიღოთ ყველა სურათი (ელემენტი), რომელთა სიგანე ტოლია 200 პიქსელისა, თუ დავათვალირებთ index.html გვერდის კოდს, ვნახავთ რომ ჩვენ ზუსტად 200 px სიგანის მქონე სურათი ( -ები) (ელემენტი), გვაქვს სულ ოთხი ცალი, ესენია:

index.html გვერდზე ასევე გაგვაჩნია სხვა სურათებიც თუმცა მათ სხვა ზომის სიგანე აქვთ.
ჩვენი მოთხოვნიდან გამომდინარე: ჩვენ გვსურს ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის მთავარი ფაილიდან index.html, ამოვირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ყველა სურათი (ელემენტი), რომელთა სიგანე ტოლია 200 პიქსელისა.
გამომდინარე აქედან უნდა დავწეროთ შემდეგი პირობა: ჩვენ გვაინტერესებს ყველა სურათი გვერდზე index.html, რომელთა სიგანეც ტოლია 200 px -ისა:
$(‘img[witdh = 200]’);

ასევე შესაძლებელია jQuery ბიბლიოთეკის გამოყენებით / დახმარებით, ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება, მათი ატრიბუტების საწყისი მნიშვნელობების მიხედვით.
მაგალითად: თუ ჩვენ გვსურს, ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის მთავარი ფაილიდან index.html, ამოვიღოთ ყველა ბმული, რომელიც იწყება: http -თი:

მაშინ უნდა დავწეროთ შემდეგი:
$(‘a[href^=http]’);

სიმბოლო ^ ჩვენ განვიხილეთ javascript -ის შესწავლის დროს, კერძოდ რეგულარული გამოსახულებების შესწავლისას, შემდეგ გაკვეთილში:
ამოცანა 19 – დავალება / პასუხი – JS
რაც ნიშნავს ხაზის დასაწყისს.
$(‘a[href^=http]’); – ანუ გვერდზე index.html გადამოწმდეს ყველა ბმული, რომელიც ხაზის დასაწყისის მხრიდან, ტოლია http -სი.
ასევე ცხადია და შესაძლებელია jQuery ბიბლიოთეკის გამოყენებით / დახმარებით, ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება, მათი ატრიბუტების საბოლოო მნიშვნელობების მიხედვით. მაგალითად, ჩვენ გვსურს იმ ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება, რომლებიც წარმოადგენენ pdf ტიპის დოკუმენტებს. გამომდინარე აქედან ცხადია რომ, ასეთი ტიპის დოკუმენტის ბმული უნდა მთავრდებოდეს .pdf გაფართოებაზე. ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის მთავარი ფაილის index.html, კოდს თუ დავათვალიერებთ, ერთ-ერთი ასეთია:

ასევე არსებობს სიტუაცია / შემთხვევა როცა ჩვენ გვსურს იმ ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება, რომლებიც წარმოადგენენ სურათებს და მათი გაფართოებაა .jpg
იმისათვის რომ, სატესტო ვებ-გვერდის მთავარი ფაილიდან index.html ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ, ყველა სურათი რომელთა გაფართოებაც არის .jpg, ამისათვის უნდა დავწეროთ შემდეგი:
$(‘img [src$=.jpg]’);

$(‘img [src$=.jpg]’);
$ -იც ასევე წარმოადგენს რეგულარული გამოსახულების ერთ-ერთ შაბლონს, რომელიც ნიშნავს ხაზის დასასრულს.
$(‘img [src$=.jpg]’); – ანუ ვებ-გვერდზე index.html გადამოწმდეს ყველა სურათი, რომელიც ხაზის დასასრულის მხრიდან, ტოლია გაფართოებისა .jpg
ასევე jQuery -ს საშუალებით შესაძლებელია ელემენტის არჩევა / მიღება / ამოღება, ატრიბუტში არსებული რომელიმე მნიშვნელობის მიხედვით.
მაგალითად: ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის მთავარი index.html ფაილიდან გვსურს ყველა სურათის არჩევა / მიღება / ამოღება, რომელთა წყაროშიც (source -ში / src -ში) არსებობს სიტყვა / მნიშვნელობა flower.

იმისათვის რომ, ჩვენი სატესტო ვებ-გვერდის მთავარი ფაილიდან index.html, ამოვიღოთ ყველა სურათი რომლის წყაროშიც (source -ში / src -ში) არსებობს სიტყვა flower, ამისათვის უნდა დავწეროთ შემდეგი პირობა:
$(‘img [src*=flower]’);

$(‘img [src*=flower]’);
* -იც ასევე წარმოადგენს რეგულარული გამოსახულების ერთ-ერთ შაბლონს, რომელიც ნიშნავს ძიებას სრულად ხაზში.
$(‘img [src*=flower]’); – ანუ ვებ-გვერდზე index.html გადამოწმდეს ყველა სურათი, რომლის წყაროშიც (source -ში / src -ში), არსებობს (* როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ნიშნავს ხაზში ნებისმიერ ადგილას) სიტყვა flower.
ამოცანა 1 – დავალება / პასუხი – jQuery
ჩართეთ ვებ-სერვერი
1) იპოვეთ სატესტო ვებ-გვერდის HTML გვერდის (index.html) კოდში სურათი იდენთიფიკატორით id=”img_4″ და მოათავსეთ ის აბზაცში, ანუ p ტეგში;
2) სატესტო ვებ-გვერდის ფოლდერში css არსებულ სტილის ცხრილის ფაილში: style.css, შეასრულეთ შემდეგი ამოცანები / მანიპულაციები:
2-ა. შექმენით css სელექტორი და დაწერეთ css წესი, ყველა სურათს, რომლებიც მოთავსებულია div ბლოკში, იდენთიფიკატორით: id=”div_for_img”, უნდა გაუკეთოთ 1
პიქსელიანი წითელი ჩარჩო.
2-ბ. შეცვალეთ სელექტორი ისეთი წესით რომ, ჩარჩო გაუჩნდეს მხოლოდ div ბლოკის, რომლის იდენტიფიკატორიცაა id=”div_for_img”, შვილ სურათის ტეგებს.
2-გ. შეცვალეთ სელექტორი ისეთი წესით რომ, ჩარჩო გაუჩნდეს მხოლოდ div ბლოკის, რომლის იდენტიფიკატორიცაა id=”div_for_img”, მომდევნო / შემდეგ ტეგს.
3) წაშალეთ ყველა ცვლილება სტილის ცხრილიდან სახელით: style.css / დააბრუნეთ ის საწყის, სტანდარტულ მდგომარეობაში, რათა ამ კონკტრეტული ამოცანის შესრულების
დროს style.css ფაილში შეტანილმა ცვლილებებმა არ შეგვიშალოს, ხელი შემგომი ამოცანის შესრულებაში.
პასუხი:
ჩავრთოთ ვებ-სერვერი
კოდის რედაქტორ პროგრამაში გავხსნათ, სატესტო ვებ-გვერდის 1800flowers.com, index.html ფაილი:

და სატესტო ვებ-გვერდის css ფოლდერში არსებული სტილის ცხრილის ფაილი სახელით: style.css :

დავალების პირველი პუნქტიდან:
1) იპოვეთ სატესტო ვებ-გვერდის HTML გვერდის (index.html) კოდში სურათი იდენთიფიკატორით id=”img_4″ და მოათავსეთ ის აბზაცში, ანუ p ტეგში;
გამომდინარე, index.html ფაილის კოდში ვიპოვოთ, სურათი იდენთიფიკატორით id=”img_4″ :

და მოვათავსოთ ის აბზაცში:

დავალების მეორე პუნქტიდან გამომდინარე:
2) სატესტო ვებ-გვერდის ფოლდერში css არსებულ სტილის ცხრილის ფაილში: style.css, შეასრულეთ შემდეგი ამოცანები / მანიპულაციები;
კოდის რედაქტორ პროგრამაში, გავხსნათ სატესტო ვებ-გვერდის ფოლდერში css არსებულ სტილის ცხრილის ფაილი: style.css :

დავალების 2-ა პუნქტიდან გამომდინარე:
2-ა. შექმენით css სელექტორი და დაწერეთ css წესი, ყველა სურათს, რომლებიც მოთავსებულია div ბლოკში, იდენთიფიკატორით: id=”div_for_img”, უნდა გაუკეთოთ 1
პიქსელიანი წითელი ჩარჩო.
style.css ფაილში არსებული ჩანაწერების ბოლოს, შევქმნათ სელექტორი იდენთიფიკატორის სახელით #div_for_img :

და დავწეროთ წესი, რომლის თანახმადაც div ბლოკში იდენთიფიკატორით id=”div_for_img”, მოთავსებულ ყველა სურათს (ყველა img ტეგს) გაუკეთდება 1 პიქსელიანი, წითელი ჩარშო :

ვიხილოთ შედეგი ვებ-ბრაუზერში:

დავალების 2-ბ პუნქტიდან გამომდინარე:
2-ბ. შეცვალეთ სელექტორი ისეთი წესით რომ, ჩარჩო გაუჩნდეს მხოლოდ div ბლოკის, რომლის იდენტიფიკატორიცაა id=”div_for_img”, შვილ სურათის ტეგებს.
ჩაშენებული / მოთავსებული და შვილობილი / შვილი სელექტორები, მომდევნო / შემდეგი ტეგი – jQuery გაკვეთილიდან გამომდინარე, თუ გვსურს რომ ბლოკში
მოთავსებული ელემენტებიდან, ამავე ბლოკის შვილი ელემენტები ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ, ამისათვის css ფაილში, სელექტორის სახელსა და მის შვილ ტეგს შორის უნდა დავწეროთ მეტობის ნიშანი:

ვიხილოთ შედეგი ვებ-ბრაუზერში:

რის შედეგადაც, როგორც ვხედავთ ჩარჩო მხოლოდ პირველ id=”img_1″, მეორე id=”img_2″ და მესამე id=”img_3″ სურათს გაუკეთდა,
თუ index.html ფაილში არსებული div ბლოკის იდენთიფიკატორით id=”div_for_img”, კოდს ვიხილავთ:

id=”img_4″, ჩვენ ჩავსვით აბზაცში და ის უკვე აღარ არის div ბლოკის, იდენთიფიკატორით id=”div_for_img” -ს შვილი სურათის ტეგი,
ის უკვე იქცა, აბზაცის სურათის ტეგად, ხოლო აბზაცი კი div ბლოკის, იდენთიფიკატორით id=”div_for_img” -ს შვილი აბზაცის (p) ტეგია.
დავალების 2-გ პუნქტიდან გამომდინარე:
2-გ. შეცვალეთ სელექტორი ისეთი წესით რომ, ჩარჩო გაუჩნდეს მხოლოდ div ბლოკის, რომლის იდენტიფიკატორიცაა id=”div_for_img”, მომდევნო / შემდეგ ტეგს.
ვიპოვოთ index.html ფაილში, div ბლოკის, რომლის იდენტიფიკატორიცაა id=”div_for_img”, მომდევნო / შემდეგ ტეგი:

როგორც ვხედავთ ეს არის, აბზაცი (p)
ჩაშენებული / მოთავსებული და შვილობილი / შვილი სელექტორები, მომდევნო / შემდეგი ტეგი – jQuery გაკვეთილიდან გამომდინარე, თუ გვსურს მომდევნო / შემდეგი ტეგის
არჩევა / მიღება / ამოღება, ამისათვის css ფაილში, სელექტორის სახელის შემდეგ უნდა დავწეროთ პლიუსის ნიშანი და შემდეგ მომდევნო / შემდეგი ტეგის სახელი, ჩვენს შემთხვევაში აბზაცი ანუ p :

ვიხილოთ შედეგი ვებ-ბრაუზერში:

შედეგი სწორია.
დავალების 3 პუნქტიდან გამომდინარე:
3) წაშალეთ ყველა ცვლილება სტილის ცხრილიდან სახელით: style.css / დააბრუნეთ ის საწყის, სტანდარტულ მდგომარეობაში, რათა ამ კონკტრეტული ამოცანის შესრულების
დროს style.css ფაილში შეტანილმა ცვლილებებმა არ შეგვიშალოს, ხელი შემგომი ამოცანის შესრულებაში:
ჩაშენებული / მოთავსებული და შვილობილი / შვილი სელექტორები, მომდევნო / შემდეგი ტეგი – jQuery
ჩავრთოთ ლოკალური ვებ-სერვერი
ჩვენ წინა გაკვეთილში უკვე განვიხილეთ / ვისწავლეთ ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება:
$(‘.maindiv’); – კლასის სახელის მიხედვით
$(‘#main_h1′); – იდენტიფიკატორის მიხედვით
$(‘p’); – ტეგის სახელის მიხედვით
უფრო კარგად რომ წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი, ვიხილოთ შემდეგი ილუსტრაცია:

სადაც ნათლად ჩანს რომ, როცა ჩვენ ვწერთ $(‘#main_h1’);
ამ შემთხვევაში DOM -ხიდან ხდება, სურათზე ნაჩვენები ელემენტის არჩევა:

მაგრამ ჩვენ თუ დავწერთ $(‘div’);
მაშინ ჩვენ შევძლებთ DOM ხიდან ავირჩიოთ მასზე / მასში არსებული ყველა div ელემენტი:

დავიმახსოვროთ რომ, როგორც javascript -ი, ასევე jQuery -ც მუშაობს DOM ხე -თან და როცა გვსურს რომელიმე ელემენტის არჩევა / მიღება / ამოღება გვერდიდან / დოკუმენტიდან, სწორედ DOM ხე -ში ხდება ამ ელემენტის მოძებნა, პოვნა და ამოღება.
შენიშვნა: ჩვენს ილუსტრაციაში მე მოვნიშნე სამი div ელემენტი, მოგახსენებთ რომ ილუსტრაციაში არ არის გამოსახული სრული index.html გვერდის DOM ხე, გამომდინარე აქედან გასაგებია რომ, მოხდება არა მარტო ამ სამი div ელემენტის არჩევა, არამედ ყველა div ელემენტისა რომელიც გაგვაჩნია ჩვენ index.html გვერდზე / დოკუმენტზე.
შემდეგი სელექტორი რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ეს არის ჩაშენებული / მოთავსებული სელექტორი, ერთ-ერთი ასეთი ჩვენი მაგალითისათვის შექმნილი სატესტო ვებ-გვერდან, არის ტეგი strong რომელიც მოთავსებულია ტეგ p (აბზაცი) -ში, ვიხილოთ ის style.css ფაილის ჩანაწერში:

ყველა / ნებისმიერი ტეგი strong -ის არჩევა / მიღება / ამოღება, რომელიც მოთავსებულია p (აბზაცი) -ის შიგნით jQuery -ს საშუალებით, შეგვიძლია ზუსტად ისეთივე ჩანაწერით როგორც ეს css -ში წერია:

ასევე / მსგავსად, თუ გვსურს ყველა სურათის არჩევა / მიღება / ამოღება jQuery -ს საშუალებით, რომელიც მოთავსებულია div ბლოკში, რომლის იდენტიფიკატორიც არის div_for_img :

ალბათ ცხადია რომ, თქვენ უნდა დაწეროთ შემდეგი კოდი / სკრიპტი:

შედეგად, თქვენ შეძლებთ div ბლოკში მოთავსებული ოთხივე სურათის / ელემენტის არჩევას / მიღებას / ამოღებას:

შემდეგი სახეობის სელექტორი რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ეს არის მომდევნო / შემდეგი ტეგის არჩევა / მიღება / ამოღება, წარმოიდგინეთ დავალება / ამოცანა როცა თქვენ გსურთ რომელიმე / რომელიღაც ტეგის მომდევნო ტეგის არჩევა / მიღება / ამოღება jQuery -ს საშუალებით, მაგალითად:
ტეგი h1 -ის რომლის იდენთიფიკატორიც არის main_h1, მომდევნო p (აბზაცი) ტეგის არჩევა / მიღება / ამოღება jQuery -ს საშუალებით:

თუ ყურადღებით დავაკვირდებით p (აბზაცი) ტეგს:

მას არ გააჩნია არც იდენთიფიკატორი და არც კლასი, გამომდინარე აქედან რთული იქნება მისი არჩევა ( საუბარი არ არის აქ javascript -ის გამოყენებაზე, საუბარია მხოლოდ-და-მხოლოდ jQuery -ის გამოყენებით მომდევნო ტეგის არჩევაზე ), იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავწერთ:

ასეთი ჩანაწერით ჩვენ ავირჩევთ index.html გვერდზე / დოკუმენტზე არსებულ ყველა p (აბზაცი) ტეგს, რომელიც არ არის ჩვენი ამოცანის გადაჭრისათვის სასურველი შედეგი.
იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ რომელიმე / რომელიღაც ტეგის მომდევნო ტეგის არჩევა / მიღება / ამოღება jQuery -ს საშუალებით, ჩვენს შემთხვევაში ტეგი h1 -ის რომლის იდენთიფიკატორიც არის main_h1, მომდევნო p (აბზაცი) -ისა, უნდა დავწეროთ შემდეგი სკრიპტი / კოდი:
$(‘#main_h1 + p’);

ანუ ამ შემთხვევაში მოხდება ჯერ h1 ტეგის პოვნა რომლის იდენთიფიკატორიც არის main_h1:

შემდეგ კი მისი მომდევნო p (აბზაცი) -ის პოვნა და არჩევა / მიღება / ამოღება, index.html გვერდიდან / დოკუმენტიდან:

საბოლოო მეთოდი ელემენტების არჩევის / მიღების / ამოღებისა, ეს არის შვილობილი / შვილი ტეგების არჩევა / მიღება / ამოღება, ჩვენ javascript -ის შესწავლის დროს განვიხილეთ თვისება childNodes, გამომდინარე აქედან როგორც javascript -ში, ასევე jQuery -თაც შესაძლებელია შვილობილი / შვილი ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება, მაგალითად თუ ჩვენი დავალება / ამოცანაა, ყველა div ბლოკში, რომლის იდენთიფიკატორიც არის div_for_img, მოთავსებული შვილობილი / შვილი ტეგის არჩევა / მიღება / ამოღება jQuery -ის გამოყენებით:

უნდა დავწეროთ შემდეგი კოდი / სკრიპტი:
$(‘#div_for_img > img’);

ანუ ამ შემთხვევაში მოხდება ჯერ div ბლოკის პოვნა რომლის იდენთიფიკატორიც არის div_for_img:

შემდეგ კი მასში არსებული ყველა img ტეგის პოვნა და არჩევა / მიღება / ამოღება, index.html გვერდიდან / დოკუმენტიდან:

იმ შემთხვევაში თუ ბლოკ div -ში, რომლის იდენთიფიკატორიც არის div_for_img, რომელიმე img ტეგი მოთავსებული იქნება, ასევე p (აბზაცი) ტეგში:

ხოლო ჩვენ დავწერდით შემდეგნაირად:

ნაცვლად შემდეგი ჩანაწერისა:

ამ შემთხვევაში, ჩვენ ამოვიღებდით მხოლოდ ყველა img ტეგებს, p (აბზაცი) -ში მოთავსებული img ტეგის ჩათვლით, div ბლოკიდან იდენთიფიკატორით div_for_img:

რაც არასწორია, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა იყო მხოლოდ div ბლოკში იდენთიფიკატორით div_for_img მოთავსებული ყველა შვილობილი / შვილი img ტეგის ამოღება.
შენიშვნა: თუ DOM ხის ილუსტრაციას შევქმნით / წარმოვიდგენთ, ამ შემთხვევაში:

div ბლოკის იდენთიფიკატორით div_for_img -ს შვილები არიან:
img (იდენთიფიკატორით: img_1)
img (იდენთიფიკატორით: img_2)
img (იდენთიფიკატორით: img_3)
და
p (აბზაცი)
ტეგები, ხოლო p ტეგის შვილი არის img ტეგი (იდენთიფიკატორით: img_4).
jQuery -ს გამოყენებით, ელემენტების არჩევის / მიღების / ამოღების საფუძვლები – jQuery
ჩავრთოთ ლოკალური ვებ-სერვერი, გავხნათ ლოკალური ვებ-სერვერის ფოლდერებში არსებული ფოლდერი სახელით root, შემდეგ root ფოლდერში არსებული ფოლდერი 1800flowers.com, შემდეგ 1800flowers.com -ში არსებული ფოლდერებიდან გავსხსნათ ფოლდერი სახელით: js

როგორც ვხედავთ js ფოლდერში მოთავსებულია ორი ფაილი, ესენია:
jQuery.js
და
myscripts.js
ეს ორივე ფაილი მიერთებული გვაქვს, ჩვენს გამშვებ გვერდზე / დოკუმენტზე, ანუ index.html -ზე, jQuery.js ფაილი მიერთებული გვაქვს დოკუმენტის თავში / დასაწყისში:

ხოლო myscripts.js კი დოკუმენტის ბოლოში:

თუ რატომ გვაქვს მიერთებული myscripts.js ფაილი დოკუმენტის ბოლოში, ეს ჩვენ javascript -ის სწავლის დროს განვიხილეთ შემდეგ გაკვეთილში:
ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება მეთოდით getElementsByTagName() – JS
იმის გამო რომ, არ დავაზიანოთ ჩვენი javascript გაკვეთილის დროს ნასწავლი მასალები რომლებიც გვიწერია პირობების / კოდის / სკრიპტის სახით myscripts.js ფაილში, ამიტომ ფოლდერში js შევქმნათ ახალი ფაილი სახელით:
myjqueryscripts.js

დოკუმენტის ბოლოს კი, myscripts.js ფაილის ნაცვლად, ჩვენს index.html გვერდს მივუერთოთ, ჩვენს მიერ შექმნილი ფაილი ანუ: myjqueryscripts.js

ჩვენ უკვე მივუერთეთ jQuery ბიბლიოთეკა და myjqueryscripts.js ფაილი index.html ფაილს / დოკუმენტს, გავხსნათ რედაქტორში ფაილი myjqueryscripts.js და განვიხილოთ თუ როგორ ხდება ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება jQuery -ს დახმარებით / გამოყენებით.
jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთების შემდეგ ჩვენს განკარგულებაშია ფუნქცია:
jquery();

ამ ფუნქციასთან ჩვენ ყოველთვის / ხშირად ვიმუშავებთ, რომელიც იღებს საკუთარ თავზე (ითავსებს / ითვისებს / ითავისებს) სამ ფუნქციას, ესენია:
- ჩვენთვის სასურველი ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება;
- ელემენტების ქსევისათვის საჭირო თვისებების ჩამოყალიბება / დარეგისტრირება;
- ელემენტებზე ( -ისათვის) (ელემენტების გამოყენებით, მათზე) სხვადასხვა ქმედებების შესრულება;
ანუ javascript -ის შესწავლის დროს ჩვენს მიერ განხილულ გაკვეთილში: ობიექტი – ქცევა – ქმედება – JS, სამივე ფუნქციის შესრულებას, jQuery ერთი ფუნქციით ასრულებს, გამომდინარე აქედან შეიძლება ვთქვათ რომ ის არის უნივერსალური ფუნქცია.
jquery(); ფუნქცია შეიძლება დავწეროთ შემოკლებული სახით: $();

ანუ სიტყვა jquery -ს ნაცვლას ვწერთ სიმბოლოს: $
პრაქტიკაში გამოიყენება ორივე ვატიანტი.
თუ ერთ დოკუმენტში მიერთებული გაქვთ რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის javascript ბიბლიოთეკა, მაშინ სასურველია jQuery ფუნქციონალის შესასრულებლად, გამოიყენოთ ვრცელი ჩანაწერი jquery(); იმიტომ რომ შესაძლებელია სხვა ბიბლიოთეკაც იყენებდეს ჩანაწერს: $(); და მოხდეს კონფლიქტი ბიბლიოთეკებს შორის, რის შედეგადაც შეიძლება თქვენს მიერ დაწერილმა პირობამ / კოდმა / სკრიპტმა არ იმუშაოს.
შენიშვნა: ორი სხვადასხვა ბიბლიოთეკის (რომელიც თუნდაც ასრულებდეს ერთსა და იმავე ფუნქციონალს) მიერთება ერთ გვერდზე არ არის რეკომენდირებული.
ჩვენ jQuery -ს შესწავლის პროცესში jquery ფუნქციას დავწერთ $(); სახით, იმიტომ რომ ჩვენ გვერდზე ამჟამად მიერთებული გვაქვს მხოლოდ ერთი javascript ბიბლიოთეკა ანუ jQuery.js
დაიმახსოვრეთ რომ, ზეპირად და მაღალ დონეზე უნდა ვიცოდეთ თუ როგორ ხდება ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება jQuery -ს გამოყენებით / დახმარებით.
ცოტა ხნით დავუბრუნდეთ css -ს, ჩვენ გაკვეთილში: შესავალი – jQuery, უკვე ვისაუბრეთ იმაზე რომ jQuery ბიბლიოთეკის შემქმნელებმა, გადაწყვიტეს არ შეემქნათ / გამოეგონებინათ ველოსიპედი ახალად ამ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყვიტეს jQuery -ში ცხრილის სტილი (style css) -ის ფუნქციონალის / ლოგიკის გამოყენება, ანუ როგორც css -ში ხდება ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება, სწორედ ისეთი სტილით / სახით გადაწყვიტეს მომხდარიყო jQuery -შიც ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება.
ცოტათი გავიხსენოთ css, გავხსნათ ფოლდერ root -ში, მოთავსებული ფოლდერებიდან css ფოლდერი, ხოლო css ფოლდერში არსებული ფაილი style.css ჩვენს კოდის რედაქტორ პროგრამაში:


ეს style.css ფაილიც მიერთებულია ჩვენს გამშვებ ფაილზე ანუ index.html -ზე და მისი საშუალებით ხდება გვერდის / დოკუმენტის სტილის / დიზაინის, დამუშავება / ამუშავება / ჩამოყალიბება / შექმნა.

თუ გადავხედავთ კოდის რედაქტორ პროგრამაში გახსნილი ფაილის style.css -ის სტრუქტურას:
ყველა ფიგურული გახსნის ფრჩხილების წინ წერია ან ელემენტის დასახელება, ან კლასის დასახელება, ან იდენტიფიკატორი.

დაიმახსოვრეთ რომ, ყველაფერი რაც ფიგურული გახსნის ფრჩხილების ზევით წერია ეწოდება სელექტორი.

გამომდინარე აქედან body არის სელექტორი ტეგის ( -ების) მიხედვით / -ისთვის.
ანუ ჩვენ css ფაილში ვუთითებთ / ვწერთ ტეგის დასახელებას / სახელს: body, შემდეგ ფიგურულ ფრჩხილებში ვწერთ მისთვის წესს:

როცა index.html ფაილზე მიერთებულ style.css ფაილს ბრაუზერი წაიკითხავს, იპოვის body ტეგს და მისთვის დაწერილ წესს, შემდეგ body ტეგს იპოვის ასევე პარალელურად index.html ფაილშიც / დოკუმენტშიც:

მას მიანიჭებს style.css ფაილში, ტეგი body -სათვის დაწერილ წესს.
შემდეგი სელექტორი, ჩვენს style.css ფაილში არის კლასის სელექტორი: .maindiv :

როცა ბრაუზერი index.html ფაილის წაკითხვის დროს, იპოვის div ბლოკს, კლასის სახელით: maindiv:
<div class=”maindiv” id=”main_div”>

იგივე კლასის სახელის (.maindiv) style.css ფაილში პოვნის დროს, ამ div ბლოკს მიანიჭებს იმ წესს, რა წესიც დავწერეთ ამ კლასისათვის ჩვენ style.css ფაილში:

ანუ, ჩვენ მთელს index.html გვერდზე / დოკუმენტში ვირჩევთ / ვიღებთ ჩვენთვის სასურველ div ბლოკს, ჩვენს მიერ მინიჭებული კლასის სახელით maindiv და მას ვანიჭებთ / ვუთავსებთ / ვუწერთ, ჩვენთვის სასურველ წესს.
შემდეგი სელექტორი, ჩვენს style.css ფაილში, კლასის სელექტორი: .maindiv -ის შემდეგ, ეს გახლავთ იდენტიფიკატორის სელექტორი: #forbody

ანუ ხდება შემოწმება / გადარჩევა ელემენტებისა მთელს index.html გვერდზე forbody -ს შესაბამისი id -ბისა და ხდება მათთვის შესაბამისი წესის მინიჭება.
index.html გვერდზე არსებული div ბლოკი, რომელსაც მინიჭებული აქვს id, forbody:
<div id=”forbody”>

style.css ფაილში id, forbody -სათვის დაწერილი წესი:

თუ დავათვალიერებთ / გავაგრძელებთ style.css -ში არსებულ სელექტორებს, სელექტორი forbody -ს შემდეგ ვიპოვით, ასევე იდენტიფიკატორის სელექტორს #main_h1, რომელსაც როგორც ზევით ავღნიშნეთ index.html ფაილში ვებ-ბრაუზერის მიერ პოვნის შემდეგ მიენიჭება ჩვენს მიერ მისთვის დაწერილი წესი

იგივე პირობა ( -ები) შესრულდება, მის შემდეგ დაწერილ / მის მომყოლ სელექტორებზეც, ესენია: ტეგის სელექტორი h2 და p, ხოლო ჩვენ style.css -ში p ტეგის სელექტორის შემდეგ ვხედავთ სელექტორს ტეგის სელექტორის p საკუთარ შვილთან ერთად strong ანუ: p strong

რაც ნიშნავს შემდეგს: index.html გვერდზე არსებულ ყველა აბზაცში ( p – Paragraph – აბზაცი), რომელშიც რომელიმე ტექსტი (სიტყვა ან წინადადება და ა.შ.), მოქცეულია / ჩასმულია <strong> </strong> ტეგებს შორის (strong – ტექსტის გამუქების ტეგი), მას მიენიჭოს ფერი: #2c2c2c;
დანარჩენი რომელი სელექტორებიც წერია, style.css ფაილში, ზევით ახსნილი / გახსენებული წესების მიხედვით თქვენთვის უკვე ნათელი და გასაგებია, მოკლედ რომ ვთქვათ ჩვენთვის საჭირო საკითხი გავიხსენეთ css -ში.
შენიშვნა: თქვენ style.css ფაილში ასევე შეგხვდებათ დედა სელექტორი, საკუთარი შვილის ერთად:
#my_button, select

სადაც დედა და შვილი გაყოფილია მძიმით
ნუ დაიბნევით, ისიც იგივე პირობას და ფუნქციონალს ასრულებს, როგორიც სრულდებოდა p strong -ის შემთხვევაში.
jQuery -შიც ყველაფერი ხდება თითქმის ასე, როცა გვინდა ვიპოვოთ რაიმე ელემენტი, ჩვენთვის სასურველი ტეგის სახელით ანუ ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ელემენტი სასურველი ტეგის სახელით, ჩვენ jQuery კოდს / სკრიპტს ვწერთ შემდეგნაირად:
მაგალითად გვსურს ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ ყველა ელემენტი ტეგის დასახელებით p (აბზაცი)
$(‘p’);

ეს იგივეა რაც, დაგვეწერა javascript -ში: document.getElementsByTagName(‘p’);
ალბათ თქვენ ხედავთ, jQuery -ში ეს როგორ მოკლედ იწერება.
სულ რაღაც 7 სიმბოლოს დაწერის შემდეგ, ავირჩიეთ / მივიღეთ / ამოვიღეთ ჩვენთვის სასურველი ელემენტი ტეგის სახელით p (აბზაცი).
იმ შემთხვევაში თუ ჩვენი სურვილი იქნება ავირჩიოთ / მივიღოთ / ამოვიღოთ index.html გვერდიდან / დოკუმენტიდან რომელიმე ობიექტი, ჩვენთვის სასურველი იდენტიფიკატორის სახელით, ზუსტად როგორც ვწერთ ჩვენ css -ში, ისეთი სახით / სტილით უნდა ამოვიღოთ:
მაგალითად ჩვენი ამოცანაა, index.html გვერდიდან, შემდეგი იდენტიფიკატორის ამოღება:

ანუ: main_h1
javascript -ში ჩვვენ შეგვეძლო დაგვეწერა შემდეგი კოდი / სკრიპტი:
document.getElementById(‘main_h1′);
ხოლო jQuery -ში, ვწერთ თითქმის ისე როგორც ეს იწერება css -ში:
$(‘#main_h1’);

ხდება მთელი index.html გვერდის შემოწმება და არჩევა / მიღება / ამოღება ჩვენს მიერ მითითებული ელემენტისა.
ანუ ხდება ე.წ. არჩევნები, ან თუნდაც ჩვენს მიერ მითითებული კომპლექტის შესაბამისად მითითებული ელემენტის მოძიება.
ასევე index.html ფაილში გამოყენებულია კლასებიც, თუ ჩვენი ამოცანაა გვერდიდან ავირჩიოთ / ამოვიღოთ / მივიღოთ ელემენტი ჩვენთვის სასურველი კლასის სახელით, ამ შემთხვევაშიც ისე ვიქცევით როგორც ეს css -ში და ზევით განხილულ მაგალითში ხდება, მაგალითად ჩვენი ამოცანაა ამოვიღოთ / მივიღოთ / ავირჩიოღ ელემენტი შემდეგი კლასის სახელით:
class=”maindiv”

შენიშვნა: შესაბამისი კლასი თუ მითითებულია index.html გვერდზე არსებულ რომელიმე სხვა ობიექტზე ( -ებზე), არჩვენების დროს, ის ობიექტებიც მოხვდება ჩვენს მიერ ჩატარებული არჩვენებისათვის შექმნილ კომპლექტში.

სამი ძირითადი სელექტორი რომელსაც ჩვენ ხშირად გამოვიყენებთ, ესენია:
$(‘.maindiv’); – სელექტორი კლასის სახელის მიხედვით
$(‘#main_h1’); – სელექტორი იდენტიფიკატორის მიხედვით
$(‘p’); – სელექტორი ტეგის სახელის მიხედვით





















