ობიექტი – ქცევა – ქმედება – JS

მანამ სანამ უშუალოდ გაკვეთილის ახსნას დავიწყებდე, მოგახსენებთ რომ გაკვეთილში გამოვიყენებ ვებ-გვერდს alibaba.com. გამომდინარე იქედან რომ ჩემს მიერ დაწერილი / ახსნილი გაკვეთილი იყოს შესაბამისობაში გამოყენებულ საიტთან დროის გარკვეულ მონაკვეთში, ამიტომ გთავაზობთ გაკვეთილში მაგალითად გამოყენებული ვებ-გვერდის კოპირებულ ვარიანტს .zip არქივის სახით, იმიტომ რომ ალბათ იცით ყველა ვებ-გვერდი განვითარებადია და შეიძლება დროის განმავლობაში მისი დიზაინი და ფუნქციონალი შეიცვალოს.

ვებ-გვერდის გადმოსაწერი ბმული: გადმოწერა

შენიშვნა: არქივიდან ფაილების ამოარქივების შედეგას ბრაუზერის საშუალებით გახსენით ფოლდერში მოთავსებული index.htm ფაილი.

რაც შეეხება ვებ-გვერდ alibaba.com -ის ახლანდელ დიზაინს ის გამოიყურება შემდეგნაირად:

alibaba index page

მოდით გადავხედოთ ვებ-გვერდს alibaba.com -ს, სადაც უამრავი ელემენტია რომლის შესაქმნელად გამოყენებულია javascript პროგრამირების ენა ასევე jquery და სხვა ტექნოლოგიები.

აქ უამრავი რამ მუშაობს ვებ-გვერდის გადატვირთვის გარეშე, ერთ-ერთი ასეთია მაგალითად სლაიდერი:

ამ სფეროში ყველაფერი მიდის იქამდე რომ, მალე ვებ-გვერდებზე ყველაფერი იმუშავებს გადატვირთვის / განახლების / refresh -ის გარეშე, მაგრამ მანამ ჩვენ შევისწავლით თუ ეს ყველაფერი როგორ

კეთდება, საჭიროა გაათვითცნობიეროთ ერთი მარტივი იდეა, იდეა მდგომარეობს შემდეგში, როცა ჩვენ დავიწყებთ ვებ-გვერდის მსგავსი დეტალების დაწერას / შექმნას / დაპროგრამებას,

თქვენ ყოველთვის უნდა გქონდეთ წარმოდგენილი შემდეგი წესი:

1) თქვენ ყოველთვის გაქვთ რაიმე ობიექტი

2) ამ ობიექტს გააჩნია ქცევა

3) ქცევის შედეგად სრულდება ქმედება

პრაქტიკაში ის გამოიყურება შემდეგნაირად:

სლაიდერში არსებული ისარი არის ობიექტი, მასზე მაუსის კურსორის მიტანა / გადატარება, სლაიდერის ისრის ფერის შეცვლა და დაკლიკება არის ქცევა, ხოლო მაუსის დაკლიკების შემდეგ სლაიდერში სხვა სურათის გამოჩენა ქმედება.

შენიშვნა: დაიმახსოვრეთ რომ შეიძლება ობიექტის ერთ ქცევაზე დამოკიდებული / მიბმული იყოს რამოდენიმე ქმედება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s