შესავალი – jQuery

javascript კურსის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ javascript ბიბლიოთეკა jQuery -ს შესწავლას, შესავალის სახით მოგიყვებით თუ რატომ გახდა საერთოდ საჭირო jQuey ბიბლიოთეკის შექმნა, მიუხედავად იმისა რომ თქვენ იცით, არსებობს არა მხოლოდ jQuery არამედ სხვა მსგავსი ბიბლიოთეკებიც mootoolsPrototype და სხვები, მათი შემქნის აუცილებლობა შემქნა შემდეგმა საკითხებმა: ჩვენ უკვე javascript კურსის შესწავლის დროს ( გაკვეთილი: innerText -ისა და innerHTML -ის თვისება – JS ) წავაწყდით პრობლემას რომ ჩვენს მიერ დაწერილი js სკრიპტი, ყველა ბრაუზერში არ მუშაობდა გამართულად, ანუ რომელიღაც ვებ-ბრაუზერში ერთი თვისებაა თავსებადი, სხვაში სხვა თვისება და ა.შ. რაც საერთო ჯამში ქმნის პრობლემას და ასეთი მაგალითები ზოგადად ძალიან ბევრია. პრობლემები რომლების შეიძლება js თან მუშაობის დროს შეიძლება შეგხვდეთ მათი განხილვა საჭიროა იმ შემთხვევაში თუ თქვენ დავალებული გაქვთ ამ ამოცანის მხოლოდ js -ით შესრულება.  ჩვეულებრივი js არ არის სრულყოფილი, იმიტომ რომ მაგალითად, მასში მხოლოდ ორი მეთოდია რომელიც საშუალებას გვაძლევს ამოვიღოთ / მივიღოთ ჩვენთვის საჭირო ელემენტები, ესენია პირველი: ტეგების ( ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება მეთოდით getElementsByTagName() – JS ) და მეორე იდენტიფიკატორის ( ელემენტების არჩევა / მიღება / ამოღება მეთოდით getElementById() – JS ) მიხედვით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება ყველა ტეგის მიღება / ამოღება, რომლებიც შეიცავენ  ერთი და იგივე კლასს, იმიტომ რომ დღესდღეისობით ცხრილის სტილი (style css) ძალიან გავრცელებულია და თითქმის არც ერთი საიტი არ მუშაობს style css -ის და კლასების გარეშე, გამომდინარე აქედან თუ თქვენ გინდათ სტანდარტული მეთოდით, მხოლოდ js -ის გამოყენებით ამოიღოთ / მიიღოთ ყველა ელემენტი გვერდიდან რომლებიც შეიცავენ ერთი და იგივე კლასებს, თქვენ მოგიწევთ ძალიან ვრცელი კოდის / სკრიპტის / ლოგიკის დაწერა:

პირველ რიგში საჭირო იქნება გვერდზე არსებული ყველა ტეგის გადარჩევა ცილკის გამოყენებით, ამ ციკლის შიგნით უნდა შექმნათ კიდევ ერთი ციკლი, რომელიც გადაარჩევს კონკრეტულ ტეგებს და ყველა მათ მნიშვნელობას (მნიშვნელობებს), თუ ის აღმოაჩენს სასურველ კლასს რომელიც უდრის თუ არა იმ კლასს რომელიც ჩვენ მივუთითეთ, თუ უდრის / თავსებადია მაშინ, მოათავსოს / მოვათავსოთ უნდა ის საბოლოო მასივში და ასეთი მეთოდით / ლოგიკით თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ / მიიღოთ საჭირო კლასის მქონე ტეგები გვერდიდან.

რაც ალბათ კიდევ ერთხელ მიხვდით რომ ძალიან ბევრი კოდის წერას მოითხოვს, ძალიან ბევრ დროს და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფრის შესრულება jQuery -ს გამოყენებით არის მხოლოდ და მხოლოდ ორი ფრაზა, მხოლოდ ორი სიტყვაა საჭირო დაწეროთ და თქვენ მიიღებთ თქვენთვის საჭირო შედეგს ანუ საჭირო ცვლადში მოთავსდება ყველა ობიექტი, ერთი და იგივე კლასის სახელებით.

js -ის ყველა ეს ციკლი, ბრაუზერებთან თავსებადობის პრობლემები და ა.შ. სტანდარტული მეთოდით წერია შენახულია jQuery ბიბლიოთეკაში და როცა ჩვენ ვიყენებთ ამ ბიბლიოთეკას, ვწერთ მთელი რიგი ციკლის ( -ების) გარეშე, მარტივად და დროის დაზოგვით სკრიპტს, ეს ყველაფერი ამ ბიბლიოთეკაში ფონურ რეჟიმში სრულდება / მუშაობს, ხოლო ჩვენ მარტივად ვღებულობთ ჩვენთვის სასურველ შედეგს.

მიუხედავად ამისა როგორც თქვენ js -ის შესწავლის დროს ნახეთ, js -ში ძალიან ბევრი დავალებისათვის / ამოცანისათვის საჭირო კოდი / სკრიპტი როცა იწერება არის ტიპიური, მაგალითისათვის საჭიროა რომ ჩვენ სულ გვიწევს ელემენტების გადარჩევა, მიღება / ამოღება ციკლის (-ების) გამოყენებით და გამომდინარე აქედან ბევრჯერ გვიწევს ციკლის დაწერა. jQuery -ში კი თქვენ გაქვთ შესაძლებლობა უმეტეს ადგილებში ( კოდში / სკრიპტში ) გამოიყენოთ ციკლი ავტომატურად, მაგალითად თუ თქვენ გაქვთ რაიმე ელემენტების გაერთიანება, გინდათ მასზე რაიმე ერთი და იგივე ქმედების შესრულება, თქვენ უბრალოდ იღებთ ამ გაერთიანებას, წერთ თუ რისი გაკეთება გსურთ და jQuery საკუთარ თავზე აიღებს ყველა დანარჩენ ქმედებას, შეასრულებს ციკლს ( -ებს) და მრავალ სხვა ქმედებას, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას რომ, უამრავი კოდის წერის გარეშე თქვენ ღებულობთ სასურველ შედეგს ორ სიტყვაში, როცა იყენებთ jQuery ბიბლიოთეკას. ეს ყველაფერი რაც ჩვენ ვისაუბრეთ ეხლა, ნათლად ჩანს jQuery -ს ოფიციალური ვებ-გვერდზე ( jQuery.com) არსებულ ლოგოს ქვემოთ მოთავსებულ სლოგანშიც:

შესავალი - jQuery

write less, do more – ანუ: წერე ცოტა, გააკეთე ბევრი / მეტი.

jQuery -ის გამოყენებით შესრულებული ყველა ქმედება, როგორც ზევით ავღნიშნეთ არის თავსებადი / მუშაობს ყველა ბრაუზერში ანუ ის არის Cross-browser ბიბლიოთეკა.

jQuery ასევე აუცილებელია ავღნიშნოთ რომ არის აბსოლიტურად უფასო ბიბლითეკა, იწონის ძალიან ცოტას, შეკუმშულ მდგომარეობაში 50 -დან 60 კილობაიტამდე მერყეობს, რომელიც ტოლია რაიმე ერთი სურათისა, რაც არ უშლის ხელს ვებ-გვერდის ვებ-ბრაუზერში ჩატვირთვას და არ ახანგრძლივებს ამ დროს. მასში გათვიცნობიერებულია css წესები, მაგალითად როგორ ეს ზევით ელემენტების არჩევის / ამოღების მაგალითზე ავღნიშნეთ და გამომდინარე აქედან არ არის საჭირო, ახალი / რაიმე განსხვავებული სინტაქსის სწავლა. გამომდინარე აქედან მთავარია იცოდეთ style css ( ცხრილის სტილი ) და თქვენ მარტივად შეძლებთ jQuery ბიბლიოთეკასთან მუშაობას.

jQuery -ს ასევე იყენებენ გიგანტი პროექტები და მათი მფლობელი კორპორაციები, ესენია: google, DELL, digg, mozilla.org და ა.შ. ესეც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა რომ jQuery -ს გამოყენება რომ არ იძლეოდეს ხარისხიან შედეგს მაშინ ეს გიგანტები და არა მხოლოდ გიგანტები მას არ გამოიყენებდნენ. სწორედ ამ ხარისხიანი შედეგების მიღების გამო ვიწყებთ ჩვენაც სწორედ ამ ბიბლიოთეკის შესწავლას. აუილებელია ავღნიშნოთ ისიც რომ jQuery ბიბლიოთეკას მისი შემქმნელები სისტემატიურად ანახლებენ, ამატებენ ახალ ფუნქციებს, ასწორებენ წინა ვერსიაში არსებულ / დაშვებულ შეცდომებს და ა.შ. ასევე jQuery -სთვის არსებობს ძალიან ბევრი ჩანართი / მოდული / დამატება ( plugin ), ანუ მზა plugin -ბი რომლების გაძლევთ საშუალებას არ გამოიგონოთ ველოსიპედი და გამოიყენოთ საკუთარი დავალების / ამოცანის შესასრულებლად უკვე მზა / არსებული / დახვეწილი plugin -ი. ასევე jQuery -ს შესახებ გაჩენილ შეკითხვაზეც მარტივია ინტენეტ საიტებზე პასუხის პოვნა, რადგან როგორც ავღნიშნეთ ის ძალიან გავრცელებული javascript ბიბლიოთეკაა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s