jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება – jQuery

პირველ რიგში უნდა ჩავრთოთ ლოკალური ვებ-სერვერი, ვებ-ბრაუზერში გავხსნათ ( js -ის შესწავლის დროს სამუშაოდ შექმნილი ვებ-გვერდის ძირითადი ფაილი ) index.html ფაილი და ასევე ეს index.html ფაილი უნდა გავხსნათ ჩვენს რედაქტორში, ყველა ეს საჭირო ფაილი, ლოკალური სერვერის ჩართვა, საჭირო ფაილების გადმოწერა და ა.შ. იხილეთ შემდეგ გაკვეთილში:

მომზადება შემდეგი გაკვეთილისათვის – JS

შენიშვნა: თუ ეს  გაკვეთილი ( მომზადება შემდეგი გაკვეთილისათვის – JS ) არ გაქვთ წაკითხული მაშინ ვერ გაიგებთ გაკვეთილს რომელსაც ეხლა ვსწავლობთ ( jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება – jQuery ) სრულად და დაიბნევით, აუცილებელია რომ წაიკითხოთ ის.

1) ჩავრთოთ ლოკალური ვებ-სერვერი

2) ვებ-ბრაუზერში გავხსენათ ჩვენი სამუშაო ვებ-გვერდის მთავარი / გამშვები ფაილი index.html:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

3) კოდის რედაქტორ პროგრამაში გავხსნათ ჩვენი სამუშაო ვებ-გვერდის index.html ფაილი:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

სამუშაო ვებ-გვერდის გასმოსაწერი ბმული შეგახსენებთ რომ მოცემულია ზევით მითითებულ გაკვეთილში, თუმცა აქ მაინც დავწერ მისამართს,

სამუშაო ვებ-გვერდისათვის საჭირო ფაილების: გადმოწერა

პარალელურად ჩვენს ვებ-ბრაუზერში გავხსნათ ვებ-გვერდი შემდეგი მისამართით: jquery.com

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

ალბათ მიხვდით რომ, ეს ვებ-გვერდი არის jQuery -ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

დავაჭიროთ ვებ-გვერდზე არსებულ ღილაკს Download jQuery:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

შენიშვნა: შეიძლება დროთა განმავლობაში ვებ-გვერდის jquery.com, ვიზუალი / დიზაინი შეიცვალოს, თუ თქვენ ვერ იპოვით, ღილაკს Download ან Dowload jQyery, მაშინ ისარგებლეთ ამ მისამართით:

http://jquery.com/download/

Download jQuery ღილაკზე დაჭერის შემდეგ გადავალთ / გაიხსნება შემდეგი ვებ-გვერდი:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

როგორც თქვენ ხედავთ ბოლო ვერსია ამ დროისათვის  jQuery ბიბლიოთეკისა არის 1.11.1, მე ამ გაკვეთილს ვწერ 2014 წლის 22 ივნისს და ან ამ  წელში ან შემდეგ წელში ეს ვერსია აუცილებლად შეიცვლება, ანუ მოხდება ბიბლიოთეკის ფუნქციონალურად გაუმჯობესება, მასში არსებული შეცდომების გასწორება და ა.შ. გამომდინარე აქედან შეიძლება ვერსია ნომრით: 1.11.1 შეიცვალოს და დაიწეროს მაგალითად: 1.11.2, ასე რომ ნუ დაიბნევით და გამოიყენეთ ის ვერსია რომელიც ამ ვებ-გვერდზე დაგხვდებათ, ეს იქნება 1.11.2, 1.11.3 თუ ა.შ. არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ასევე როგორც ხედავთ ბიბლიოთეკის გადმოსაწერი ორი სახის / ტიპის ბმული არსებობს:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

Compressed – შეკუმშული ( სპეციალურად რომელიც იწონის ცოტას და მის ჩატვირთვივას ვებ-ბრაუზერი ცოტა / მოკლე / მცირე დროს უნდება, თუმცა მასში ჩაწერილი / არსებული სკრიპტის / კოდის წაკითხვა შეუძლებელია )

და

Uncompressed – შეუკუმშავი ( სპეციალურად რომელიც იწონის შეკუმშულ ბიბლიოთეკაზე გაცილებით უფრო მეტს, მის ჩამოტვირთვას ვებ-ბრაუზერი შეკუმშულთან უფრო შედარებით მეტ დროს საჭიროებს, თუმცა მასში არსებული სკრიპტის / კოდის წაკითხვა შესაძლებელია )

შენიშვნა: მიუხედავად იმისა რომ ბიბლიოთეკაში არსებული სკრიპტის / კოდის ცვლილებას არ ვაპირებთ და ამას პრაქტიკაში არცერთი js დეველოპერი / პროგრამისტი არ აკეთებს ( არ არის რეკომენდირებული ) ამას, ჩვენ მაინც  შეუკუმშავ ბიბლიოთეკას გამოვიყენებთ იმიტომ რომ რიგი გაკვეთილების ახსნის დროს, მინდა გაჩვენოთ ამა თუ იმ ფუნქციონალურ ქმედებას ბიბლიოთეკა სად ასრულებს, სკრიპტში / კოდში უშუალოდ რომელ ხაზზე, თუმცა როცა მორჩებით jQuery ბიბლიოთეკის შესწავლას და შექმნით / დაწერთ  ვებ-გვერდს ( -ებს ) სადაც გამოიყენებთ მას, თქვენთვის უკვე მეორეხარისხოვანი იქნება იმის ნახვა თუ სად სრულდება ბიბლიოთეკაში არსებულ კოდში თქვენს მიერ გამოყენებული ფუნქცია და მე გირჩევთ რომ გამოიყენოთ შეკუმშული ბიბლიოთეკა ( Compressed ).

ჩვენს შემთხვევაში, დავაჭიროთ ბმულს:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

Download the uncompressed, development jQuery 1.11.1

გადავალთ შემდეგ ვებ-გვერდზე:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

მოვნიშნოთ მასში არსებული ჩანაწერები სრულად:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

დავაკოპიროთ:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

გადავიდეთ ჩვენი სამუშაო ვებ-გვერდის ფაილებში არსებულ ფოლდერში js:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

შევქმნათ ამ ფოლდერში ახალი ფაილი სახელით: jQuery.js

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

გავხსნათ ჩვენს მიერ შექმნილი ფაილი: jQuery.js კოდის რედაქტორ პროგრამაში და ჩავსვათ მასში jQuery -ს ოფიციალური ვებ-გვერდიდან დაკოპირებული ბიბლიოთეკისათვის საჭირო ჩანაწერი / სკრიპრი / კოდი:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

შევინახოთ ის: Ctrl + S

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

შენახვის შემდეგ, კოდის რედაქტორ პროგრამაში გავხსნათ სამუშაო ვებ-გვერდის მთავარი index.html ფაილი:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

იქ სადაც წერია / მიერთებულია ცხრილის სტილი (style css), მის ქვევით გავაკეთოთ შემდეგი ჩანაწერი:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

<script src=”js/jQuery.js” type=”text/javascript” ></script>

რაც ნიშნავს იმას რომ, ჩვენ გვერდს მივუერთეთ jQuery ბიბლიოთეკა.

შენიშვნა: js/jQuery.js ეს ბიბლიოთეკის მისამართია და ალბათ მიხვდით რომ, რადგან ჩვენ js ფოლდერში გვაქვს შენახული jQuery.js ფაილი, ამიტომ წერია მისი სრული მისამართი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოხერხდება გვერდზე ბიბლიოთეკის მიბმა.

ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთების შედეგად, ვებ-ბრაუზერში გახსნილ ვებ-გვერდზე ვიზუალურად არაფერი არ შეიცვლება:

jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიერთება - jQuery

იმიტომ რომ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივუერთეთ jQuery ბიბლიოთეკა ჩვენს გვერდს და არანაირი პირობა / ქმედება არ დაგვიწერია index.html გვერდზე არსებულ სკრიპტში / კოდში.

ასევე შესაძლებელია რიგ ვებ-გვერდების source code -ში, შეიძლება იხილოთ jQuery ბიბლიოთეკის გვერდზე მიბმის შემდეგი სახის ჩანაწერი:

<script src=”http://code.jquery.com/jquery-1.11.1.js&#8221; type=”text/javascript” ></script>

სადაც:

js/jQuery.js

ნაცვლად წერია:

http://code.jquery.com/jquery-1.11.1.js

ეს ყველაფერი ლოგიკურია და მიხვდებით რომ, ბიბლიოთეკისათვის საჭირო ფაილის მისამართი მითითებულია პირდაპირ jQuery -ს ოფიციალური ვებ-გვერდიდან და არ არის შენახული ის ლოკალურ ბიბლიოთეკაში, თუმცა ჩემი რჩევაა ის შეინახოთ თქვენს ლოკალურ ფოლდერში როგორც ეს ჩვენ ზევით გავაკეთეთ, იმიტომ რომ მას მაინც არ ჭირდება დიდი სივრცე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s