პირობითი ოპერატორი case – JS

ამ გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ კიდევ ერთ პირობითი ოპერატორის კონსტრუქციას, რომელიც მსგავსია პირობითი ოპერატორისა if else , უბრალოდ ეს ფუნქცია გამოიყენება მხოლოდ მაშინ როცა არსებობს რამოდენიმე პირობა ერთდროულად

მაგალითის სახით განვიხილოთ ვიქტორინა რომლის დროსაც მომხმარებელმა უნდა გააღოს 5 ოთახიდან რომელიმე ოთახის კარი, თითოეულ ოთახში მოთავსებულია საჩუქარი, ოთახის კარების გახსნის შემდეგ ჩვენ მომხმარებელს უნდა შევატყობინოთ რომ, მან მოიგო ამ ოთახში არსებული საჩუქარი, ეს იქნება პორტატული კომმპიუტერი, პერსონალური კომპიუტერის უკაბელო მაუსი, პერსონალური კომპიუტერის უკაბელო კლავიატურა, ფერადი პრინტერი თუ ვებ-კამერა.

თუ ჩვენ გამოვიყენებთ პირობით ოპერატორს if else მაშინ პირობისთვის დაწერილი კონსტრუქცია იქნება შემდეგნაირი:

პირობითი ოპერატორი case - JS

შედეგი:

შენიშვნა: თუ შეტყობინების ფანჯარაში არსებულ ველში ჩავწერთ ციფრ 3 -ს, ჩვენს მიერ დაწერილი პირობის თანახმად უნდა მოვიგოთ პერსონალური კომპიუტერის უკაბელო კლავიატურა.

პირობითი ოპერატორი case - JS

OK ღილაკზე დაჭერის შედეგად, გამოსახული შეტყობინება:

პირობითი ოპერატორი case - JS

თუ ჩავწერთ, ციფრს რომელიც არ ხვდება 1 -დან 5 -ის დიაპაზონში, მაშინ:

პირობითი ოპერატორი case - JS

შედეგი:

პირობითი ოპერატორი case - JS

http://jsfiddle.net/wholehat/p9nPy/

 

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ როცა არსებობს რამოდენიმე პირობა, გარდა პირობითი ოპერატორისა if else , არსებობს კიდევ ერთი პირობითი ოპერატორი case (switch), რომლის დახმარებითაც ჩვენ დავწერთ იგივე პირობას უფრო შემოკლებული რაოდენობის სიმბოლოების სახით:

პირობითი ოპერატორი case - JS

შედეგი:

შენიშვნა: თუ შეტყობინების ფანჯარაში არსებულ ველში ჩავწერთ ციფრ 3 -ს, ჩვენს მიერ დაწერილი პირობის თანახმად უნდა მოვიგოთ პერსონალური კომპიუტერის უკაბელო კლავიატურა.

პირობითი ოპერატორი case - JS

OK ღილაკზე დაჭერის შედეგად, გამოსახული შეტყობინება:

პირობითი ოპერატორი case - JS

თუ ჩავწერთ, ციფრს რომელიც არ ხვდება 1 -დან 5 -ის დიაპაზონში, მაშინ:

პირობითი ოპერატორი case - JS

შედეგი:

პირობითი ოპერატორი case - JS

 

http://jsfiddle.net/wholehat/85pQd/

ანუ ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც ეს იყო პირობითი ოპერატორის if else -ს შემთხვევაში.

შენიშვნა:

რატომ გამოვიყენეთ ფუნქცია: Number() ?

იმიტომ რომ, ცვლად door -ში, გვიბრუნდება არა ციფრი არამედ ხაზი (String)

რას ნიშნავს break; ?

break; ნიშნავს ციკლის შესრულების შეჩერებას, ანუ როცა დაწერილი პირობის თანახმად მოხდება შესაბამის პასუხის პოვნა ციკლის დახმარებით, ციკლში მითითებული შესაბამის პასუხის ქვევით არსებული სიტყვა break; -ის საშუალებით შეწყდება / შეჩერდება ციკლის მუშაობა.

რას ნიშნავს default ?

თუ ჩვენს მიერ დაწერილ პირობაში არ არის პასუხი, ანუ ციკლის საშუალებით ვერ მოხდება შესაბამისი პასუხის პოვნა, ციკლი პოულობს default -ს, ასრულებს მასში არსებულ პირობას, რის შედეგადაც ხდება ციკლის მუშაობის შეჩერება.

სასურველია იცოდეთ: თუ ჩვენ არ დავწერთ default -ს, ასეც შეიძლება, ციკლი ვერ იპოვის default -ს, არ მოხდება არანაირი პირობის შესრულება და ციკლი შეაჩერებს მუშაობას.

ასევე დაიმახსოვრეთ რომ default -ის შემდეგ არ იწერება break;

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s