ცვლადში შენახული / მოთავსებული ინფორმაციის ეკრანზე დაბეჭდვა – JS

ჩვენ უკვე ვისწავლეთ ცვლადის (-ების) შექმნა, ჩვენ ასევე უკვე ვიცით ეკრანზე ინფორმაციის დაბეჭდვა მეთოდი write -ის გამოყენებით document ობიექტისა,  მოდით ეკრანზე დავბეჭდოთ არა რაიმე სახის ტექსტი მეთოდი write -ის გამოყენებით, არამედ ტექსტი რომელიც შენახულია ჩვენს მიერ შექმნილ ამა თუ იმ ცვლადში: ცვლადში შენახული - მოთავსებული ინფორმაციის ეკრანზე დაბეჭდვა - JS შედეგი: ცვლადში შენახული - მოთავსებული ინფორმაციის ეკრანზე დაბეჭდვა - JS შენიშვნა: document.write(name); როგორც ხედავთ name არ არის ჩასმული ბრჭყალებში, იმიტომ რომ ის ცვლადის სახელია და არა რაიმე ინფორმაცია მიკუთვნებული / შეთავსებული ცვლადთან. ეხლა კი, ცვლად price -ში შენახული ინფორმაცია შევცვალოთ და მის ნაცვლად ჩავწეროთ 200, ანუ შემდეგნაირად: ცვლადში შენახული - მოთავსებული ინფორმაციის ეკრანზე დაბეჭდვა - JS ამ შემთხვევაში რაც იყო ცვლად price -ში (ანუ 500) წაიშლება და მის მაგივრად ჩაიწერება 200, ზუსტად აქ ჩანს სიტყვა “ცვლადი” -ს მნიშვნელობა / არსი, შეიძლება ერთ და იგივე ცვლადს ჰქონდეს პროგრამაში / სკრიპტში სხვადასხვა მნიშვნელობა ( სხვადასხვა ინფორმაცია მიკუთვნებული / შეთავსებული ) მინიჭებული. აქედან გამომდინარეობს სწორედ სიტყვა ცვლადის მნიშვნელობა / არსი. სიტყვა var რომელიც ცვლადის წინ გვიწერია არის ინგლისური სიტყვა Variable -ს შემოკლებული ჩანაწერი, Variable ქართულად ცვლადს ნიშნავს. გამომდინარე აქედან, თუ ჯერ ცვლად price -ში შენახული გვქონდა 500, შემდეგ შევინახეთ 200, შეიძლება შემდეგ შევინახოთ რაიმე სიტყვა ან წინადადება, ასევე მასივები, სსვა ობიექტები რომლებსაც ჩვენ შემდგომ გაკვეთილებში განვიხილავთ. ასევე შესაძლებელია ერთ რომელიმე ცვლადს შევუთავსოთ / მივაკუთვნოთ მეორე ცვლადი: ცვლადში შენახული - მოთავსებული ინფორმაციის ეკრანზე დაბეჭდვა - JS ამ შემთხვევაში თქვენთვის შედეგი უკვე მარტივად გამოსაცნობია, ანუ რადგან ცვლად name -ში შენახული გვაქვს სახელი ნინო და ცვლად price -ს მივაკუთვნეთ / შევუთავსეთ ცვლადი name რომელშიც შენახული გვქონდა სახელი ნინო, შემდეგ დავბეჭდეთ ის ჩვენს ვებ-ბრაუზერში ცვლადი price, ცხადია და ლოგიკურია რომ შედეგად მივიღებთ სახელ ნინოს: ცვლადში შენახული - მოთავსებული ინფორმაციის ეკრანზე დაბეჭდვა - JS იგივე შედეგს მივიღებთ ზემოთ განხილული მაგალითის შესაბამისად ამ შემთხვევაშიც: ცვლადში შენახული - მოთავსებული ინფორმაციის ეკრანზე დაბეჭდვა - JS შედეგი: ცვლადში შენახული - მოთავსებული ინფორმაციის ეკრანზე დაბეჭდვა - JS http://jsfiddle.net/wholehat/8pUuG/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s